კატეგორია: საზოგადოება

 ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე–ჯავახეთშია

 ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე–ჯავახეთშია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე–ჯავახეთშია. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. კვლევის თანახმად, თბილისში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის 4%, ფიზიკური – 8%; ემოციური -20; ნებისმიერ სახის – 20% ფიქსირდება. სამცხე-ჯავახეთში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის – 1%; ფიზიკური – 7%; ემოციური -21% ნებისმიერ […]

საქართველოში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოში დღეს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 4–5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. აღმოსავლეთ საქართველოში ქარი დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება. განსაკუთრებით ძლიერი ქარი იქროლებს: შიდა ქართლში, თბილისში და კახეთის ზოგიერთ რაიონში. კერძოდ, 9 მარტს საღამოსა და 10 მარტის ღამის საათებში შესაძლოა ქარის სიჩქარე 28–30 მეტრ წამამდე გაიზარდოს. დასავლეთ საქართველოს […]

ნინო არაზაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა

ნინო არაზაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა

ტელეწამყვანმა და დილის გადაცემის პროდიუსერმა ნინო არაზაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აღნიშნულ ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს. “შიდა ინფორმაციებთან დაკავშირებით მე არ ვსაუბრობ, არც ვადასტურებ, არც უარვყოფ”, – განუცხადა “პრაიმ-ტაიმს” ნიკა გვარამიამ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ინფორმაციას არ ადასტურებენ, ხოლო თავად ნინო არაზაშვილს მობილური ტელეფონი გამორთული […]

საქართველოში ძლიერი ქარი არის მოსალოდნელი

საქართველოში ძლიერი ქარი არის მოსალოდნელი

8 მარტიდან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, 9 მარტს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 10 მარტს ღამის საათებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის […]

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო სირიის შემდეგ მეორე ადგილზეა

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო სირიის შემდეგ მეორე ადგილზეა

ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოს მოქალაქეების მიერ მოთხოვნილი თავშესაფრისა და დანაშაულის შესახებ სტატისტიკას მოისმენენ. საქართველოდან გაზრდილი არალეგალი მიგრანტებისა და კრიმინალების თემას გერმანია წამოწევს. რიკარდ ჯოზვიაკი: – გერანიის გარდა სხვა ქვეყნებსაც აღელვებთ თავშესაფართა მაძიებლების რაოდენობის ზრდის ტენდენცია. თუნდაც 10-15 კაცი უკვე პრობლემაა, რადგან ევროკავშირი საქართველოდან ყველაზე ნაკლებად ელოდება ასეთ სტატისტიკას. შოკირებულები არიან, ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოდან 300 თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა. სირიის […]

მეუფე გრიგოლი – ”მრჩება შთაბეჭდილება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მსხვერპლი“

მეუფე გრიგოლი - ”მრჩება შთაბეჭდილება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მსხვერპლი“

ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი და მამა კახაბერი შეხვდნენ.„მე ვერ გეტყვით ვინ რისი ჩამდენია, მაგრამ რაც აზრი გამომაქვს, რაც ვარაუდები ჩნდება, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მსხვერპლი. ის გარემოებათა მსხვერპლია“- უთხრა ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლმა. სასულიერო პირის განცხადებით, „დეკანოზი მამალაძის ერთადერთი თხოვნაა, რომ „ციანიდის საქმეზე“ სიმართლე დადგინდეს. – ბუნებრივია, […]

კალაძე – “არაქართულენოვანი წარწერებისთვის ჯარიმა 3.000 ლარამდე გაიზრდება”

კალაძე დეველოპერებს დაემუქრა - "შეგიჩერებთ მშენებლობებს!"

დედაქალაქში არსებულ აბრებზე გამოყენების შემთხვევაში, ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 200-დან 1.000 ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირებზე 300-დან 3.000 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნულ ცვლილებას შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის შესახებაც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს სთხოვა, შესაბამის ორგანიზაციებსა და პირებს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, გონივრული ვადა პირველ აპრილამდე მიეცეს. – […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დედოფლისწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით – 23კმ-ში, სოფელი ზემო ხალაწანნიდან 20 კილომეტრში დაფიქსირდა.

გია მაისაშვილი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალეს

გია მაისაშვილი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალეს

პოლიტიკოსი და „ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებელი გია მაისაშვილი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი სიონის ტაძარში მიმდინარეობდა. მაისაშვილის ოჯახს მეგობრებმა, ყოფილმა თანაგუნდელებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში, 26 თებერვალს გარდაიცვალა. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს. პალიტრანიუსი

“რუსთავი 2”-ში თანამშრომლებს პრემიების უკან დაბრუნება მოსთხოვეს

“რუსთავი 2”-ში თანამშრომლებს პრემიების უკან დაბრუნება მოსთხოვეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის თანამშრომლები არხის მენეჯმენტს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი „რუსთავი 2″-ში ფინანსურ კრიზისს უკავშირდება. არხზე ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით დიდი ხანია პრობლემები არსებობს. „რუსთავი 2″-ის თანამშრომლები ბოლო თვეების განმავლობაში ფინანსური კრიზისის გამო განახევრებულ ხელფასებს დაგვიანებით იღებდნენ, ჟურნალისტები და ოპერატორები დიდი ხნის განმავლობაში ხელფასების სრულად გაცემას მოითხოვდნენ, ამავე მიზეზით ხშირად იყო დაპირისპირებები ჟურნალისტებსა და მენეჯმენტს შორის. „რუსთავი […]