საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ ისევ მოიმატა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის თებერვალში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 294 ადამიანით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის თებერვალში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 445 555-ს შეადგენდა, 2018 წლის თებერვალში კი 453 849 შეადგინა. თავისთავად, გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობაც, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ. 2017 წლის თებერვალში ასეთი ოჯახების რაოდენობა 131 113-ს შეადგენდა, წელს კი 131 500-ია. მოსახლეობის გაღარირებიბს პარალელურად მნიშვნელოვნად იზრდება ბანკების მოგება და მათ მიერ დასაკუთრებული ქონება. […]
კატეგორია: საზოგადოება
ბელგიის უნივერსიტეტში ქართული კათედრა გაიხსნება
საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს იმ ინტერესისთვის, რომელსაც მრავალი წელია ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლის მიმართ ავლენენ. […]
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა – საგანგებო სიტუაციების სამსახური სტიქის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ 9 მარტს, ძლიერი ქარის გამო აღმაშენებლის ხეივანზე შენობის მე-13 და მე-14 სართულიდან მინები ჩამოცვივდა. შემდეგ კი სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ვიტრაჟების დემონტაჟი განახორციელა და სხვა მინების ჩამოვარდნა თავიდან აიცილა. ასევე, ქარის გამო დიდ დიღომში, ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე, სახურავიდან თუნუქის ფურცელი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 21:00 საათის მონაცემებით, საქართველოში, […]
როგორი ამინდი იქნება 10-11 მარტს – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 – 11 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 10 მარტს +10, +15, ხოლო 11 მარტს +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ლევან გაჩეჩილაძეს კახი კალაძემ სამკურნალოდ 30 ათასი ლარი გამოუყო
ოპოზიციის მიერ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ქალაქის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან სოციალური სამსახურის შუამდგომლობით ლევან გაჩეჩილაძეს 30 ათასი ლარი გამოუყო. დოკუმენტებს ხელს კახა კალაძე აწერს. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ეს თანხა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის სჭირდებოდა. ოპოზიციის წევრები შერჩევით დახმარებაზე საუბრობენ. მათი თქმით, იმ ფონზე, როცა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას თვეების ლოდინის შემდეგ დახმარებაზე უარს […]
სისხლიანი 9 მარტი – 1956 წელს საბჭოთა ჯარების მიერ სისხლში ჩახშობილი დემონსტრაცია თბილისში – შსს-ს არქივის ვიდეო
1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი ხდება. საბჭოთა კავშირის ნგრევის გამოხატულება ყველაზე ადრე ბერლინის 1953 წლის ივნისის ანტისაბჭოთა აჯანყებით გამოიხატა, რომელიც საბჭოთა იმპერიის ჯარებმა სისხლში ჩაახშვეს და ბერლინი კიდევ ერთხელ ტანკებით გადათელეს. ერთი რამ ცხადი იყო, საბჭოა იმპერიის მარწუხებში მოქცეული ოკუპირებული ევროპა გადამწყვეტი განმათავისუფლებელი ბრძოლისთვის იწყებდა მზადებას. საბჭოთა კავშირის შიგნით […]
რატომ ხტებიან ბავშვები მაღალი სართულებიდან
ბოლო სამი დღის განმავლობაში მოზარდების მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტომის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. საუბარია, რომ აღნიშნული ფაქტები ინტერნეტ თამაშს, ლურჯ ვეშაპს უკავშირდება. “ახალი თაობის” კითხვებს აღნიშნულთან დაკავშირებით ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს. – ბატონო რამაზ, მოზარდებში კვლავ გახშირდა თვითმკვლელობის მცდელობები. ისინი მაღალი სართულებიდან ხტებიან. საუბარია, რომ ეს ყველაფერი ინტერნეტ თამაშს, ე.წ. ლურჯ ვეშაპს უკავშირდება. რას იტყვით თქვენ, როგორც […]
ძლიერმა ქარმა თბილისში საბაგირო გააჩერა
– ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სინოპტიკოსები ქარის და წვიმის გაძლიერებას ელოდებიან. ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. არსებობს მოლოდინი, რომ […]
რატომ გააქტიურდა საპატრიარქოში დასავლური ფრთა
ქართველმა მღვდელმთავრებმა დასავლეთს მოწყალე თვალით შეხედეს. ბრიუსელსა და შეერთებულ შტატებში ვოიაჟების შემდეგ, მაღალი რანგის სასულიერო პირები უკვე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდებიან. ამ დღეებში ისინი დიდი ბრიტანეთის საელჩოში დიპლომატებს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა რუსული პროპაგანდის და რუსული საფრთხეების განეიტრალება იყო. ელჩებთან გამართულ შეხვედრას პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი, ფოთელი მიტროპოლიტი გრიგოლი, ვანისა და […]
დღეს საღამოს თბილისის გარეუბნებში ქარის სიჩქარე 30 მ/წმ-ს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 მარტს, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დღის 12:00 საათიდან მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 20 – 25 მ/წმ სიჩქარის ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება საღამოს 5:00 საათიდან. ქარის სიჩქარე, მდ. მტკვრის აუზში 20-25 მ/წმ-ის, ხოლო კახეთის რეგიონში 30 მ/წმ-ის ფარგლებშია შესაძლებელი. ქ. თბილისის შიდა რაიონებში ქარის სიჩქარე 20-25, ხოლო გარეუბნებში 25-30 მ/წმ-მდე შეიძლება […]










