თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო სირიის შემდეგ მეორე ადგილზეა

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო სირიის შემდეგ მეორე ადგილზეაბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოს მოქალაქეების მიერ მოთხოვნილი თავშესაფრისა და დანაშაულის შესახებ სტატისტიკას მოისმენენ. საქართველოდან გაზრდილი არალეგალი მიგრანტებისა და კრიმინალების თემას გერმანია წამოწევს.

რიკარდ ჯოზვიაკი:

– გერანიის გარდა სხვა ქვეყნებსაც აღელვებთ თავშესაფართა მაძიებლების რაოდენობის ზრდის ტენდენცია. თუნდაც 10-15 კაცი უკვე პრობლემაა, რადგან ევროკავშირი საქართველოდან ყველაზე ნაკლებად ელოდება ასეთ სტატისტიკას. შოკირებულები არიან, ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოდან 300 თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა. სირიის შემდეგ მეორე ადგილზე ხართ. სირიის საკითხი გასაგებია, იქ  ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს და საომარი ზონაა, მაგრამ რატომ უნდა იყოს საქართველო მეორე ადგილზე და არა ირანი, ერაყი და ავღანეთი?

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი სავარაუდოდ შეხვედრაზე წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულისა და დარღვეული სავიზო რეჟიმის სტატისტიკას.

საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ აქ არის როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები.

– მნიშვნელოვანია ყველა იმ პრობლემის იდენტიფიკაცია, საიდანაც მომდინარეობს ეს პრობლემა”.

ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას-აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე და ამის ბრალეულობას ხელისუფლების უმოქედობაში ხედავს:

“300-მდე თავშესაფარის მთხოვნელი იყო ნოემბერში, გაორმაგდა ეს ციფრი დეკემბერში და იანვარში 800-მდე ადამიანია. ეს პირველ რიგში ამ ე.წ ხელისუფლების ბრალია.

გურიის მოამბე