თებერვალი, ისევე როგორც იანვარი, საკმაოდ თბილი იყო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.1960 წლიდან დაწყებული ეს იყო რიგით მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი ქვეყნისთვის 1966, 1977 , 2009, 2016, და 2013 წლების შემდეგ. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ნორმასთან შედარებით ტემპერატურის ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+4, +6°C) სამხრეთ საქართვლოს მთიანეთსა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ფიქსირდებოდა. ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები, […]
კატეგორია: საზოგადოება
წითელ ხიდზე 300 მანქანაა გაჩერებული
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კირაჩმუღანლოში, წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რამდენიმე საათია 300-ზე მეტი მოქალაქეა გაჩერებული, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. მძღოლები ავტომობილების სავალდებულო დაზღვევას ვერ ახერხებენ. ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მხოლოდ ერთი სადაზღვევო პუნქტი და სადაზღვევო აგენტი მუშაობს, რამაც რიგები შექმნა. მძღოლების თქმით, მოლოდინის რეჟიმში არიან ავტობუსების მგზავრებიც, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. – უკვე […]
ვინ უკრძალავს ირაკლი გოგიას აფხაზებთან ურთიერთობას – ახმეტელის თეატრის განცხადება
სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის განცხადებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ემუქრებიან და მოითხოვენ, რომ აფხაზებთან ურთიერთობებს თავი დაანებოს. თეატრის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მუქარა სამშვიდობო პროექტს უკავშირდება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთელი სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლებმა. დასი სამართალდამცავებს ფაქტის დროულ გამოძიებას სთხოვენ: „ჩვენი თეატრი ჩაერთო კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთელი სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლებმა. ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებლის […]
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს
გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საქართველოს ეკლესია მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს. ჟვანიამ ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრის დეტალებზე. მისი თქმით, შეხვედრა ოჯახის თხოვნით შედგა. პატრიარქმა ოჯახი დალოცა […]
გოგი ქავთარაძე და გიორგი კვესიტაძე – ”ინტელიგენციის წერილზე ხელი არ მოგვიწერია”
საზოგადოებისა და კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართავს. მათი თქმით პროდასავლურმა პოლიტიკამ და ქართველების სწრაფვამ ნატოს სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და შეაფერხა ქვეყნის განვითარება. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად, წერილს ხელს აწერენ: რობიკო სტურუა – რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეზო ამაშუკელი, ქეთი დოლიძე, ელიზბარ ჯაველიძე, თამაზ […]
მძახალმა მძახალს სახლი წაართვა – გამოსახლება ბოდბისხევში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ალადაშვილების ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლა. ალადაშვილებმა მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლი მძახლებთან ოჯახური კონფლიქტის შედეგად დაკარგეს. ოჯახის უფროსი ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ მისმა მძახალმა სახლი მოტყუებით დაისაკუთრა. წლების წინ ბესიკ ალადაშვილმა მის მძახალს, დავით ობოლაშვილს სახლი საკუთარი სურვილით იმ მიზეზით გადაუფორმა, რომ საბანკო დავალიანების გამო ბინა არ დაეკარგა. კონფლიქტი მძახლებს […]
ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა
ავადმყოფობის შედეგად, დღეს, 57 წლის ასაკში ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა. როგორც ambebi.ge-ს მისმა შვილებმა განუცხადეს, ზურაბ ვადაჭკორია ერთი წლის განმავლობაში ურთულეს დაავადებას ებრძოდა, ბოლო პერიოდში თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ინსულტი განმეორდა. ზურაბ ვადაჭკორიას ეკუთვნის საქართველოში ქართული საილუზიო ხელოვნების დანერგვა. ის 18 წლიდან სცენაზე იდგა.
1 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
კომპანია “თელასის” ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 1 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. დიდუბის რაიონი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების […]
ვინ იყო 14 წლის ასლან მამედოვი, რომელიც ბარათაშვილზე მინის ჩამოვარდნას ემსხვერპლა
თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 14 წლის მოსწავლე ემსხვერპლა. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” შენობიდან მოზრდილი შუშა ჩამოვარდა, რომელიც 6 მოზარდს დაეცა. მათგან ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხუთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. თვითმხილველების ინფორმაციით, შენობიდან შუშა იმ დროს ჩამოვარდა, როცა სკოლის მოსწავლეები მის გასწვრივ მიდიოდნენ. “ხმაურზე რომ გამოვედით, დავინახეთ დასისხლიანებული ბავშვები. განსაკუთრებით მძიმე იყო ერთი ბავშვის მდგომარეობა, […]
რატომ ჩამოვარდა მინის კონსტრუქცია – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შენობის გარე ფასადიდან მინის კონსტრუქციის ნაწილის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც“ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, დაახლოებით, დღის 15:30 საათზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის გარე ფასადიდან ჩამოვარდა მინის კონსტრუქციის ნაწილი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოზარდები, რომლებიც მომხდარისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი, ასლან მამედოვი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს. […]










