თებერვალი, ისევე როგორც იანვარი, საკმაოდ თბილი იყო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.1960 წლიდან დაწყებული ეს იყო რიგით მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი ქვეყნისთვის 1966, 1977 , 2009, 2016, და 2013 წლების შემდეგ. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ნორმასთან შედარებით ტემპერატურის ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+4, +6°C) სამხრეთ საქართვლოს მთიანეთსა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ფიქსირდებოდა.
ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები, ძირითადად, თვის მესამე დეკადაში დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +21, +23°C-ს კოლხეთის დაბლობზე მიაღწია. თებერვლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურები, თვის პირველ რიცხვებში იყო და სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე, ასევე, ზემო სვანეთში აბს. მინიმუმები -13, -16°C-მდე დაეცა.
ნალექების რაოდენობის მიხედვით, თებერვლის თვე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საკმაოდ მშრალი იყო. შედარებით ნალექიანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც ნალექების თვის ჯამები ნორმალურ მნიშვნელობებს დაახლოებით 30%-ით აღემატებოდა.
ნალექების თვის მაქსიმალური რაოდენობა (70-100 მმ), ჩვეულებრივ, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა კოლხეთის დაბლობზე და მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (0-10 მმ) ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა.
მედიამაილლ.გე

