საგურამოში, მაგისტრალურ ქსელებზე, გადაერთებითი სამუშაოების მიზნით, 28/02-ის 10:00-დან 01/03-ის 07:00 საათამდე,წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის რაიონი: ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, თავისუფლების, ავჭალის ქუჩებს. ვაკის რაიონი: ნუცუბიძის ქუჩას და მიკრორაიონებს, სოფ.თხინვალას, თამარაშვილის, მარგიანის, პიკასოს, შავგულიძის, ნადარეიშვილის, მინდელის, ჯიქიას (პოლიტკოვსკაიას), ო. ფხაკაძის, უნივერსიტეტის, წყნეთის გზატ, ჭავჭავაძის გამზ. N 33-დან N 75-ის ჩათვლით, N 74-დან N 82-ის ჩათვლით, ყიფშიძიდან წყნეთის გზატკეცილამდე, შატბერაშვილის, […]
კატეგორია: საზოგადოება
ბოლნისსა და დმანისში ნიადაგებში ტყვიის რაოდენობა საგანგაშოდაა გაზრდილი
– ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად, რომელსაც კომპანია „RMG“ აწარმოებს, დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდეა გაზრდილი. დაბინძურებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია, დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი, – ნათქვამია ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზის დოკუმენტში. კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და თსუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის […]
პირველი მარტიდან ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებს 22:00 საათიდან გაიტანენ
თბილისის მერია, დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით, პირველი მარტიდან საპილოტე პროექტს იწყებს, რომელიც ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე, ნაგავშემკრები კონტეინერების ღამის საათებში დაცლას ითვალისწინებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებს 22:00 საათიდან გაიტანენ. საპილოტე რეჟიმში ერთვება ჭავჭავაძის გამზირი, აბაშიძის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, ბერძენიშვილის […]
ხულოს და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მეტროს და აეროპორტის დასუფთავების მოსაკრებელი დაწესდა
ხაშურის და ხულოს საკრებულოებს მეტროსადგურებში დასუფთავების მოსაკრებელი აქვთ დაწესებული. დადგენილებების მიხედვით ირკვევა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მეტროპოლიტენის სადგურები და აეროპორტები ვალდებული არიან 1მ3 ნარჩენზე წელიწადში 6 ლარი გადაიხადონ. შეგახსენებთ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტს არც მეტრო და არც აეროპორტი არ გააჩნია. დადგენილება 2017 წლის 26 იანვრით თარიღდება. რაც შეეხება ხაშურს – ხაშურის საკრებულოს 2015 წლის 2 […]
კახეთში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 22:01 საათზე, ქალაქ ყვარელთან 3,3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ყვარლის ჩრდილოეთით 11 კმ.-ში, სოფელ საბუედან 8 კმ.-ში დაფიქსირდა. იმედინიუსი
ვინ არიან ბაგრატიონები, რომელთაც დამწვარი ბაზრობა ”თერგი” ეკუთვნით
დაიწვა თუ დაწვეს? – სავაჭრო ცენტრ „თერგში“ გვიან ღამით გაჩენილ ხანძართან დაკავშირებითაც ეს იქნება მთავარი კითხვა მანამ, სანამ ბურუსით მოცულ შემთხვევას სამართალდამცავები ობიექტურად არ გამოიძიებენ, რისიც სავაჭრო ცენტრში დასაქმებულებს არ სჯერათ. თუ დამწვარი ბაზრებისა და ცალკეული ობიეატების საქმეებს გადავხედავთ, პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს: 1. დამწვარი ,,ლილოს” ბაზრობა – 2012/15/11 2. დამწვარი სავაჭრო ცენტრი ,,საბა” – […]
“დედიკოს გარეშე სიცოცხლე არ მინდა” – 31 წლის ნათია ჩიმახიძის ისტორია, რომელიც მძიმე სენით არის დაავადებული
„დედიკო- ჩემი გულია და მის გარეშე სიცოცხლე არ მინდა“. ასე გაიძახის 7 წლის ქეთი, რომელსაც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად უხდება იმის ყურება, თუ როგორ იტანჯება და კვნესის საყვარელი დედა მწარე ტკივილებისგან. 31 წლის ნათია ჩიმახიძე ონკოლოგიური სენით არის დაავადებული. ერთ დროს სიცოცხლით სავსე და მომღიმარი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ზრდიდა პატარა ქალიშვილს, უვლიდა […]
ფხვნილს ფანტავენ, რომელიც ალდება… – მოვაჭრეები ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე საუბრობენ
ცაბაძის ქუჩაზე წუხელ სავაჭრო ცენტრი “თერგი დაიწვა” . ხანძარი, ღამე, დაახლოებით, 00:00 საათზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია, მინიმუმ, 3000 კვ.მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დრომდე ობიექტებზე მომუშავე პირებს არ ეძლევათ საშუალება, შევიდნენ და ნახონ საკუთარი პროდუქცია, რადგან ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა. შემთხვევის ადგილას იმყოფებიან მოვაჭრეები, რომლებიც დაუდევრობით […]
ნარიყალას ციხის კედლებიდან ძველი ქართული აგური ამოიღეს
ნარიყალას ახალ იერსახეს ვანდალიზმის კვალი ეტყობა. უძველეს ციხესიმაგრეს საძირკველი გამოუთხარეს და არქეოლოგებისთვის საინტერესო აღმოჩენები ახლა ღია ცის ქვეშ, ნანგრევებშია მოყოლილი. მძიმე ტექნიკით, ადამიანთა ჯგუფი ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში თხრიდა და ამტკიცებდა, რომ ძველი ქართული აგური, სხვა ეკლესიის ასაშენებლად სასულიერო პირების თხოვნით მიჰქონდა. „კურიერმა“ გაარკვია, რომ სამშენებლო მასალა სასულიერო პირებს ნარიყალადან აღმაშენებლის გამზირზე მდებარე […]
ლექსი, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილი გულისჯიბით ატარებდა
ქაღალდის ნაგლეჯი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა იპოვეს, ცხინვალის ტელევიზიამ გამოაქვეყნა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. „სისხლის გუბეში მწოლიარე სხეულზე წვიმის წვეთები თითებს დაჰყვება ჩამორეცხილი სისხლის წვეთები ქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმა და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით ვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდე სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით თვალებს დავხუჭავთ […]










