ოსიაურში ოჯახის წევრმა სადილში მარილის ნაცვლად პესტიციდები ჩაყარა ამის გამო, ოჯახის 3 წევრი მოიწამლა. ინფორმაციას ხაშურის ტელევიზია ,,ივერია” ავრცელებს. ტელევიზიის ცნობით, სამივე პაციენტი თბილისში გადაიყვანეს. მანამდე დაზარალებულები ხაშურის “ევექსის” კლინიკაში მოათავსეს.
კატეგორია: საზოგადოება
„დღეს თბილისში „ბედნიერების წვიმა“ მოდის“ – „ტფილისის ჰამქარი“
„ტფილისის ჰამქარი“ სოციალურ ქსელში წერს: „ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. თბილისური ტრადიციის მიხედვით 7 მაისს თბილისში თუ არ იწვიმებდა ეს ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა.2015 წელს 7-ში არ უწვიმია.. სამაგიეროდ, 13 ივნისს იწვიმა…. არც შარშან იწვიმა და კი ვართ სახლში გამოკეტილები. წელს თბილისი არ მოგვატყუებს! ამ წვიმას თავისი ახსნა აქვს. ტფილისში ასეთი […]
სვანეთში დაღუპული ბიჭი – “მე დავმარხე ჩემი ბავშვობა საკუთარი ხელებით”
ბიჭი, რომელიც გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, ცოტა ხნით ადრე მეგობრის გარდაცვალებაზე საუბრობდა და მას სოციალურ ქსელში ემოციურ გამოსამშვიდობებელ პოსტს უძღვნიდა. „დღეს ჩემთვის, ემოციურად საკმაოდ დატვირთული დღე იყო. მინდა ბევრი, ძალიან ბევრი დავწერო, ძალიან ბევრი ვისაუბრო იმის შესახებ რასაც ვგრძნობ და განვიცდი ეს 5 თვეა უკვე. ყოველ დღე თავიდან არ მჯერა რაც მოხდა, თავიდან ვგრძნობ და […]
თურქეთში, საქართველოს საზღვართან აეროპორტი იხსნება
თურქეთის შავიზღვისპირეთში ახალი აეროპორტი იხსნება, რომელსაც „რიზე-ართვინის აეროპორტი“ ერქმევა. სატესტო ფრენა ახალ აეროპორტში სახელმწიფო აეროპორტების სამმართველოს კუთვნილმა თვითმფრინავმა 14 აპრილს შეასრულა. თურქული საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუს“ თანახმად, რიზეში „თურქიშ აირლაინი“ პირველი ოფიციალური ფრენის შესრულებას აირბას A330-300-ით გეგმავს. „რიზე-ართვინის აეროპორტს“ 3 ათასი მეტრი სიგრძის და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი აქვს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა 30 მ […]
რა ღირს კახა კალაძის ბოტასები
კახა კალაძე – „უკანონო მიშენებებსა და მშენებლობებს არ დავუშვებთ!“
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანონი შეიცვალა და უკანონო მშენებლობები სისხლის სამართლის დანაშაულია. „უკანონო მიშენებებსა და მშენებლოებს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. იყო გარკვეული მცდელობები, თუმცა ამაზე ყოველთვის ხდება რეაგირება. კანონმდებლობა შეიცვალა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ამას ყოველთვის რეაგირება მოჰყვება. ეს იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეს მიმართულება შევაჩეროთ. ჯარიმები გავზარდეთ, რეგულაციები გავამკაცრეთ, […]
„თენგიზ ცერცვაძე იმდენად დიდი პატრიოტია, თანამდებობას არ დატოვებს“ – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. „თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმია. მე მასთან მუდმივად მაქვს კონტაქტი, გიდასტურებთ, რომ ამ განცხადების შემდეგაც მქონდა კონტაქტი. ვფიქრობთ, ეს საკითხი გადაწყვეტილია. თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს”,- აღნიშნავს გამყრელიძე.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც „პრაიმტაიმს“ ინფექციური კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ მსგავსი ინფორმაციის შესახებ არ სმენიათ. „გუშინ საღამოს ველაპარაკე ბატონ თენგიზს და ამ თემაზე საუბარი მიახლოებითაც არ ყოფილა. არც წასვლაზე, არც რაიმე პროტესტზე და უკმაყოფილებაზე, არანაირი მსგავსი არ ყოფილა“,- განგვიცხადეს კლინიკაში.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე გადადგა – მთელი მენეჯმენტი იცვლება
რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა, მან თანამდებობა დღეიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამასთან, ლევან გოფოძის ინფორმაციითვე, საავადმყოფოში თანამდებობებს აღარ იკავებენ დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე და კლინიკის კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე. „თანამდებობა დღეიდან, პირადი განცხადებით დავტოვე. ბევრი პრობლემა იყო ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ასე ვარჩიე, რომ იყოს უფრო ახალგაზრდობა […]










