კახა კალაძე – „უკანონო მიშენებებსა და მშენებლობებს არ დავუშვებთ!“

კახა კალაძე - „უკანონო მიშენებებსა და მშენებლობებს არ დავუშვებთ!“თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანონი შეიცვალა და უკანონო მშენებლობები სისხლის სამართლის დანაშაულია.

„უკანონო მიშენებებსა და მშენებლოებს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. იყო გარკვეული მცდელობები, თუმცა ამაზე ყოველთვის ხდება რეაგირება. კანონმდებლობა შეიცვალა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ამას ყოველთვის რეაგირება მოჰყვება. ეს იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეს მიმართულება შევაჩეროთ.

ჯარიმები გავზარდეთ, რეგულაციები გავამკაცრეთ, მაგრამ არ უშველა, ვერ შევაჩერეთ ეს ყველაფერი, მაინც ხდებოდა უკანონო მშენებლობები, თუმცა, მგონია, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაული მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქში ეს ყველაფერი შევაჩეროთ”,- განაცხადა კახა კალაძემ.