თურქეთის შავიზღვისპირეთში ახალი აეროპორტი იხსნება, რომელსაც „რიზე-ართვინის აეროპორტი“ ერქმევა. სატესტო ფრენა ახალ აეროპორტში სახელმწიფო აეროპორტების სამმართველოს კუთვნილმა თვითმფრინავმა 14 აპრილს შეასრულა. თურქული საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუს“ თანახმად, რიზეში „თურქიშ აირლაინი“ პირველი ოფიციალური ფრენის შესრულებას აირბას A330-300-ით გეგმავს. „რიზე-ართვინის აეროპორტს“ 3 ათასი მეტრი სიგრძის და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი აქვს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა 30 მ […]
კატეგორია: საზოგადოება
რა ღირს კახა კალაძის ბოტასები
კახა კალაძე – „უკანონო მიშენებებსა და მშენებლობებს არ დავუშვებთ!“
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანონი შეიცვალა და უკანონო მშენებლობები სისხლის სამართლის დანაშაულია. „უკანონო მიშენებებსა და მშენებლოებს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. იყო გარკვეული მცდელობები, თუმცა ამაზე ყოველთვის ხდება რეაგირება. კანონმდებლობა შეიცვალა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ამას ყოველთვის რეაგირება მოჰყვება. ეს იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეს მიმართულება შევაჩეროთ. ჯარიმები გავზარდეთ, რეგულაციები გავამკაცრეთ, […]
„თენგიზ ცერცვაძე იმდენად დიდი პატრიოტია, თანამდებობას არ დატოვებს“ – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. „თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმია. მე მასთან მუდმივად მაქვს კონტაქტი, გიდასტურებთ, რომ ამ განცხადების შემდეგაც მქონდა კონტაქტი. ვფიქრობთ, ეს საკითხი გადაწყვეტილია. თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს”,- აღნიშნავს გამყრელიძე.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც „პრაიმტაიმს“ ინფექციური კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ მსგავსი ინფორმაციის შესახებ არ სმენიათ. „გუშინ საღამოს ველაპარაკე ბატონ თენგიზს და ამ თემაზე საუბარი მიახლოებითაც არ ყოფილა. არც წასვლაზე, არც რაიმე პროტესტზე და უკმაყოფილებაზე, არანაირი მსგავსი არ ყოფილა“,- განგვიცხადეს კლინიკაში.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე გადადგა – მთელი მენეჯმენტი იცვლება
რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა, მან თანამდებობა დღეიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამასთან, ლევან გოფოძის ინფორმაციითვე, საავადმყოფოში თანამდებობებს აღარ იკავებენ დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე და კლინიკის კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე. „თანამდებობა დღეიდან, პირადი განცხადებით დავტოვე. ბევრი პრობლემა იყო ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ასე ვარჩიე, რომ იყოს უფრო ახალგაზრდობა […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 16:50 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა და ბიძგების სიმძლავრემ 3.6 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. ცნობისთვის, გუშინ, თბილისის დროით 23:35 საათზე, სოფელ სამებასთან 5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
ისრაელში ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა – 8 წლის გიომ გაიღვიძა
8 წლის გიოს ოპერაცია, რომელიც რთულად ითვლებოდა, რამდენიმე საათის წინ ისრაელში ჩატარდა და ახლახან წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოზარდის დედა აქვეყნებს. ”დიდება უფალს! გიორგის ოპერაცია წარმატებით დასრულდა 🙏 მკურნალობის გასაგრძრლებლად ისევ სჭირდებით გიოს და გთხოვთ დაგვეხმარეთ ბოლომდე მივიყვანოთ მისი მკურნალობა 🙏 კლინიკაში გატარებული ყველა საათი კოლოსალური თანხები ჯდება” – წერს პატარა გიოს დედა. ნიუს […]
თსუ-ს სტუდენტები ჰიბრიდულ სწავლებას ითხოვენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აუდიტორიებში სწავლის დაწყებას აპროტესტებდნენ და სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელებას მოითხოვდნენ. როგორც თსუ-ს სტუდენტები განმარტავენ, ათასობით სტუდენტი რეგიონში ცხოვრობს, უძრავი ქონების გაქირავების ფასების ზრდის გამო კი ჩამოსვლას და განათლების მიღებას ვერ ახერხებენ. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთ თვეზე მეტია სხვადასხვა მეთოდით ვაპროტესტებთ სწავლის აუდიტორიაში […]









