დღეს და ხვალ თბილისში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი

დღეს და ხვალ თბილისში წვიმა და ნისლია მოსალოდნელიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დედაქალაქში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +8, +10 გრადუსის ფარგლებში.
21 თებერვალს ქვეყნის ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. ქ. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა კვლავ რჩება +8, +10 გრადუსის ფარგლებში.

ნიუპოსტი