სოფელ კუმურდოში ტაძრის სარესტავრაციო სამუშოები განახლდა. ადგილზე რჩება დაცვის პოლიცია. მიუხედავად იმისა, რომ დილიდან სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა ადგილობრივები ამბობენ, რომ რესტავრატორები არ უფრთხილდებიან მათი წინაპრების სამარხებს. ამიტომ კვლავ მოითხოვენ, რომ ჯვრის აღმართვის საშუალება მისცენ. – თუ არ მოგვცემენ ჯვრის დადგმის საშუალებას, აქ მოხდება ომი. რესტავრატორები ჩვენი წინაპრების ნეშთებს პატივს არ სცემენ. ტომარებში ჩაყარეს ჩვენი ბაბუების და მამების […]
კატეგორია: საზოგადოება
„ზუგდიდის“ ფეხბურთელი, შოთა მამინაშვილი, მატჩის დაწყების წინ გარდაიცვალა
დღეს ეროვნული ლიგა 2-ის XXIX ტურში „ვიტ ჯორჯია“ „ზუგდიდს“ მასპინძლობდა. „მცხეთა პარკზე“ მატჩის დაწყებამდე სტუმართა გუნდის მეკარე, შოთა მამინაშვილი, ცუდად გახდა და გონება დაკარგა. როგორც გუნდის დირექტორმა, რევაზ პერტაიამ პირველ არხს განუცხადა, ფეხბურთელი ცუდად თამაშის დაწყების წინ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. – შოთა მოთელვაზე კარგად იყო, მაგრამ მოედანზე გასვლამდე მოულოდნელად ცუდად გახდა […]
4 ოქტომბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
4 ოქტომბრამდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ დასავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასების გავრცელება მოხდება, რის გამოც დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა არსებულთან შედარებით დაიკლებს და 19–23 გრადუსი იქნება. ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, წინა დღეებთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 20–21 გრადუსი […]
გორის გამგებელმა დავით ონიაშვილმა სიდედრის სახლი ბიუჯეტის ფულით დაანგრია და მერე ააშენა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, გამგებლის დავით ონიაშვილის სიდედრის საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ახალი დეტალები იკვეთება. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გიორგი ხიდაშელი ამბობს, რომ მისი ტექნიკა ადგილზე, მხოლოდ გამგებლის სიდედრის ძველი სახლის დასანგრევად მიიყვანეს. რაც შეეხება ახალ სახლს, მისთვის უცნობია, თუ რომელმა კომპანიამ მიიღო შენების პროცესში. გიორგი ხიდაშელის თქმით, გამგებელმა დავით ონიაშვილმა სოფელში ყოფნისას სთხოვა, რომ ტრაქტორი, უბრალოდ, […]
მაკა რაზმაძე სასწაულად გადარჩა – ჯიპმა საზმაუსთან მანქანებს გადაუარა
საზმაუწყებლის შენობასთან მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელიც ტროტუარზე გამვლელ გოგოს ეჯახებოდა, სწრაფი მანევრირების შემდეგ რამდენიმე მანქანას დაეჯახა. მძღოლი მანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს ფეხით მოქალე მისდევდა. “არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ამ წუთას მე და გიორგი გასვიანი ვართ საცობში საზმაუსთან.უცებ გამოვარდა ჯიპი რომელსაც ფეხით მოსდევდა კაცი.ამ ჯიპმა გადაუარა ტროტუარზე ბუჩქებს […]
როგორ შეხვდა კახა კალაძე ვეტერან ვარსკვლავებს – ვიდეო
თბილისში დაახლოებით 25 ათასამდე მიუსაფარი ძაღლია
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ ფხალაძის ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 25 ათასამდე მიუსაფარი ძაღლია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფხალაძემ განუცხადა, მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა 2 წლის წინ დათვალეს და მაშინ 43 ათასი მიუსაფარი ძაღლი დაფიქსირდა, თუმცა ფხალაძე ვარაუდობს, რომ ახლა რაოდენობა განახევრებული იქნება. – შარშანწინ დავთვალეთ პირველად დედაქალაქის მასშტაბით და დაახლოებით 43 ათასი მიუსაფარი ძაღლი დაფიქსირდა. ვაპირებთ მომავალ წელს […]
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ნაწილი ივანიშვილს ოფიციალურად გადაეცა
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანია „ბიზნესდეველოპმენტს“ ბათუმის ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლსა და მწვანე კონცხის ნაწილზე მიწის ნაკვეთები გადაეცა. საუბარია ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლის 6 ათას კვ. ტერიტორიისა და 1.500 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემაზე. კომპანიისთვის ტეროტორიის გადაცემას მხარი საკრებულოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ხმის მიცემამდე საკრებულოს სხდომაზე ხმაურიც იყო. ოპოზიცია ტერიტორიის „ბიზნესდეველოპმენტისთვის“ გადაცემას აპროტესტებდა
ლიბიაში დაკავებული ქართველების ნათესავები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ
ლიბიაში დაკავებული ქართველების ნათესავები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, რომან კაკალაძის ნათესავმა ვახტანგ კაკალაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ლიბიაში საპატიმროში მყოფი ქართველი მეზღვაურები არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან. მისი ინფორმაციით, დაკავებულ ქართველებს თავდაპირველად კონტრაბანდის გადატანაში, მოგვიანებით საზღვრის უკანონო კვეთაში დასდეს ბრალი. დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ ქართველი მეზღვაურები უდანაშაულოები არიან და ხელისუფლებას დახმარებას და საკითხის დაინტერესებას სთხოვენ. – […]
უკრაინაში საქართველოს რუკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე აჩვენეს
უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორის ბრიფინგის დროს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების რუკაზე საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე იყო გამოსახული. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ტელეკომპანია NewsOne-ის ჟურნალისტმა დიანა პანჩენკომ ფეისბუკზე გაავრცელა: – გახსოვთ სკანდალი რუკებზე, სადაც უკრაინა ყირიმის გარეშე იყო გამოსახული. აი ამჯერად სამხედრო პროკურორი დგას შავი ზღვის რეგიონების რუკის ფონზე, სადაც საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეა […]










