უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორის ბრიფინგის დროს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების რუკაზე საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე იყო გამოსახული. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ტელეკომპანია NewsOne-ის ჟურნალისტმა დიანა პანჩენკომ ფეისბუკზე გაავრცელა:
– გახსოვთ სკანდალი რუკებზე, სადაც უკრაინა ყირიმის გარეშე იყო გამოსახული. აი ამჯერად სამხედრო პროკურორი დგას შავი ზღვის რეგიონების რუკის ფონზე, სადაც საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეა გამოსახული. ეს რა მიხოხ სკანდალის შემდეგ შევიცვალე ორიენტირები? – დაწერა ჟურნალისტმა ფეისბუკზე.

