ცნობილი ბიზნესმენი, პირველი ქართველი მილიონერი დავით ზოდელავა გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მეუღლემ მაია გელაშვილმა გაავრცელა. “ასე მომილოცა დაბადების დღე“ – წერს ქალი… ბიზნესმენი ბოლო ორი წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ის გახლდათ “თბილისის ზღვის კლუბის” მფლობელი “არასდროს ინანო, რომ ბერდები. ბევრი სიბერეს ვერ მოესწრო და ბევრიც ვერ მოესწრება…“ – წერდა დავით ზოდელავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ბოლო […]
კატეგორია: საზოგადოება
სად რომელი „მარშრუტკა“ გაივლის – სრული სია
პირველი თებერვლიდან თბილისში აღარ ივლის ე.წ. ყვითელი მარშრუტკები. მათ „ლურჯი მიკროავტობუსები“ შეცვლის. ახალი ტრანსპორტი განახლებულ ხაზებზე ივლიან, ნაწილი იგივე გზას გაივლის. მერია აქვეყნებს მარშრუტებს, სადაც „ლურჯი მიკროავტობუსები“ გაივლიან: N16-ს ჩაანაცვლებს N416 – აღნიშნული მარშრუტი წრიული იქნება. მიკროავტობუსი სადგურის მოედნიდან ნ. გოგოლის ქუჩის გავლით, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს და კვლავ სადგურის მოედანს დაუკავშირდება; N28-ს ჩაანაცვლებს […]
ამირან გამყრელიძე – “ომიკრონი საქართველოში დომინანტური შტამი გახდა”
ეპიდემიოლოგები კლინიკური სექტორის მაღალი დატვირთვის რისკზე ალაპარაკდნენ. ექიმები შექმნილ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ რეკომენდაციების შესრულებას. პირველ რიგში ეს ნიღბის ტარებას ეხება. როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, შესაძლებელია ითქვას, რომ ქვეყანაში ომიკრონი გახდა დომინანტური შტამი. „ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა, ლიდერობს თბილისი, შემდეგ […]
7-თვიანი პოსტკოვიდური ბრძოლის შემდეგ მსახიობი ზურა ლომიძე გარდაიცვალა
7-თვიანი პოსტკოვიდური ბრძოლის შემდეგ მსახიობი ზურა ლომიძე გარდაიცვალა, – ამის შესახებ ცნობას მსახიობი და ტელეწამყვანი პაატა გულიაშვილი ავრცელებს. შეგახსენებთ: ზურა ლომიძესა და მის მეუღლეს კორონავირუსი რამდენიმე თვის წინ დაუდასტურდათ. მეუღლე ვირუსს ემსხვერპლა, ხოლო მსახიობი კომიდან 4 თვის შემდეგ გამოვიდა, თუმცა მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, საწოლს მიეჯაჭვა. მკურნალობა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც საზოგადოება და მსახიობის […]
“თავზარდაცემული ვარ” – ლოს ანჯელესში, თავის სახლში, რუსუდან კიკნაძე გარდაიცვალა
ცნობილი მსახიობი რუსუდან კიკნაძე 76 წლის ასაკში, აშშ-ში გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ინფორმაციას მსახიობის ახლობლები ადასტურებენ. “თავზარდაცემული ვარ, დღეს დილით ლოს – ანჟელესში, თავის სახლში უცებ გარდაიცვალა ჩემი ბავშვობის მეგობარი, ულამაზესი ქართველი მსახიობი რუსიკო კიკნაძე! ჯერ ვერ მოვსულვარ გონზე, ისეთ შოკში ჩამაგდო ამ ამბავმა! ვისაც შეგიძლიათ დაუნთეთ სანთლები ეკლესიებში და მოიხსენიეთ მისი სული, გთხოვთ”, – დაწერა […]
“რუსთავი 2-ის” თანამშრომელს ირმა ზვერიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
“რუსთავი 2-ის” თანამშრომელს ირმა ზვერიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ირმა 12 წელია, რაც არის ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ესაჭიროება ხერხემლის ნეიროქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც, შესაძლოა, ირმამ გაიაროს. ოპერაცია თურქეთში უნდა ჩატარდეს, რომლის ღირებულებაც 18.000 აშშ დოლარია. დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე: საქართველოს ბანკი: #GE63BG0000000703122800; თიბისი ბანკი: #GE41TB7555545061100015 […]
„მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა“ – ირაკლი ღარიბაშვილი
მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. „თქვენს უწმინდესობას, წმინდა სინოდის წევრებს, მოსახლეობას, ყველას გილოცავთ ნათლისღებას. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს […]
„მივმართავ ქალბატონ დემურიშვილს, სელფის გადაღება რომ მთხოვე… აიღეთ ყურმილი…” – ნიკა გვარამია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს, თამთა დემურიშვილს მიმართავს. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” ისაუბრა. თამთა დემურიშვილს მინდა მივმართო აქედან. მეც არ მპასუხობს იგი ზარებზე მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მპასუხობდა და როცა ვიყავი შესული სამედიცინო დაწესებულებაში სელფის გადაღება მთხოვა და გადავიღე, სააკაშვილის თხოვნით ოღონდ… […]
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა – ლოცვა ჩატარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოში განუცხადეს, სადღესასწაულო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის წესი შესრულდება, რომლის დროსაც უწმინდესი სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალს აკურთხებს. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში […]
ვინ არის სააკაშვილის ულამაზესი ძმისშვილი ელენე
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ორი ძმა – დავითი და გიორგი ჰყავს, რომლებიც ნიკოლოზ სააკაშვილს მეორე ქორწინებიდან შეეძინა. დავითის უფროსი შვილია ელენე სააკაშვილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და კვლევით ცენტრ ატლას ნეტვორკში მუშაობს. მას კომპანიაში განვითარების მენეჯერის პოზიცია უჭირავს. ელენე სააკაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში, რის შემდეგაც წავიდა აშშ-ში. ელენე სააკაშვილი ამჟამად საქართველოში იმყოფება. მას გორის […]










