85 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი რეზო ამაშუკელი. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს. რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს წიგნები (1964, 1967, 1970, 1974). პოემისთვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986). 1988-1989 წლებში იყო შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. […]
კატეგორია: საზოგადოება
“მომენატრები ძალიან” – აშშ-ში ქართველი ემიგრანტი ნინო პერანიძე გარდაიცვალა
„მომენატრები ძალიან … საუკეთესო დედა იყავი და საუკეთესო დარჩები სამუდამოდ! ძალიან მაწყენინე, მაგრამ მაინც…“ – წერს გარდაცვლილი ემიგრანტის შვილი სოციალურ ქსელში. „კიდევ ერთი ჩვენი ქვეყნის თანამემამულე ემიგრანტი, ძალიან კარგი თბილი სიცოცხლით სავსე, ყურადღებიანი თბილი უკარგესი ადამიანი აღარ გვყავს. ჩვენი ნინი… ჯგუფის სახელით ვუსამძიმრებთ შენს ოჯახს უფალმა ნათელში გამყოფოს და დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი“, – წერენ ემიგრანტები […]
კულუმბეგოვი – “ომიკრონი გვირაბის ბოლოს სინათლეა”
“ომიკრონი” შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, მაგრამ ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ, – ამის შესახებ იმუნოლოგი, ჯანდაცვის ექსპერტი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს. კულმბეგოვი მოქალაქეებს, აცრისკენ და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს. “ომიკრონის ვარიანტი შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, ხშირად ისმის მსგავსი შეფასება საქართველოშიც და საერთაშორისო მედიაშიც, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ”, – წერს […]
პატარა ნოე ფხალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პატარა ნოე ფხალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ნოე რამდენიმე დღის წინ სანაღვლე გზების სრული ატრეზიით დაიბადა. მას გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ქვევით მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ: საქართველოს ბანკი – ქიბროწაშვილი თამარი, დედა GE15BG0000000150678400; TBC ბანკი – ფხალაძე ნიკოლოზი, მამა GE22TB7644045061100006. რუსთავი 2
“2 წელი იბრძოდა” – საფრანგეთში ჩოხატაურელი გია მინდაძე გარდაიცვალა
საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი 39 წლის, გია მინდაძე გარდაიცვალა. მინდაძე საფრანგეთში მძიმე სენს ებრძოდა. ორ წლიანი მკურნალობის მიუხედავად, მძიმე სენის დამარცხება ვერ შეძლო. აწ გარდაცვლილი, საფრანგეთში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და სხვადასხვა სახის მკურნალობას გადიოდა. როგორც მისი მეგობრები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, – მას ბოლომდე სჯეროდა, რომ ვერად დაავადებას მოერეოდა და სიმსივნეს დაამარცხებდა, თუმცა მედიცინა უძლური აღმოჩნდა. გია […]
11 წლის ელენე ზაქაიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
11 წლის ელენე ზაქაიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მცირეწლოვანს კარდიომიოფატია დაუდგინდა. პატარა ელენეს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა, მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ. საქართველოს ბანკი – GE45BG0000000162415927 TBC ბანკი – GE28TB7578945061100049 მიმღები ნინო რცხილაძე რუსთავი 2
რატომ აიგნორებენ ქართველ ემილიას, რომელსაც 1 მილიარდი ნახვა აქვს
უამრავი ბავშვისთვის და მშობლისთვის არის ცნობილი ემილია, რომელსაც საკუთარი არხი აქვს იუთუბზე. სწორედ მისი არხის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: “გუშინ საღამოს მთავარ ნაძვისხესთან გავიყვანეთ ბავშვები და იმხელა სიყვარული და სითბო ვიგრძენით და კითხვები, თუ რატომ არსად საახალწლო კონცერტებზე თუ აქტივობებზე არ მონაწილეობს ემილია? აი, ზუსტად მაგან გადამაწყვეტინა ამის დაწერა. დარწმუნებული ვარ, კარგად იცით, თუ როგორ უყვართ ემილია ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს, ემილიაც მათ მიმართ […]
ბათუმელი პროფესორი ელგუჯა მაკარაძე გარდაიცვალა
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ელგუჯა მაკარაძე გარდაიცვალა. ელგუჯა მაკარაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი კოლეგები ავრცელებენ. ელგუჯა მაკარაძე ბსუ-ში 1991 წლიდან საქმიანობდა. 2005-2012 წლებში კი მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო. ელგუჯა მაკარაძე გუშინ, 6 იანვარს, გარდაიცვალა. ის 58 წლის იყო. ბათუმელები
როგორ მოიგო ანა ნოზაძემ 100.000 ლარი
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის “აიცერი და მოიგეს” შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართა. 122 .349 ვაქცინირებულ ადამიანს შორის,ყველაზე იღბლიანი 27 წლის ანა ნოზაძე აღმოჩნდა. ის “ფაიზერის” ვაქცინით ზაფხულში ბათუმში დასვენების დროს აიცრა. ანა მშობლებთან და ძმასთან ერთად ლილოს დასახლებაში ცხოვრობს. ის დროებით უმუშევარია, მოგებული თანხით კოსმეტოლოგიური კაბინეტის გახსნას გეგმავს. ახალი წლის ღამეს მოგებული 100 […]
პატრიარქის 2022 წლის საშობაო ეპისტოლე
პატრიარქმა საშობაო ეპისტოლე გაავრცელა – ილია მეორის გზავნილი სამების საკათედრო ტაძარში, საზეიმო მსახურებაზე წაიკითხეს : “ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მთ.1,23; ეს.7,14) […]










