ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის “აიცერი და მოიგეს” შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართა. 122 .349 ვაქცინირებულ ადამიანს შორის,ყველაზე იღბლიანი 27 წლის ანა ნოზაძე აღმოჩნდა. ის “ფაიზერის” ვაქცინით ზაფხულში ბათუმში დასვენების დროს აიცრა. ანა მშობლებთან და ძმასთან ერთად ლილოს დასახლებაში ცხოვრობს. ის დროებით უმუშევარია, მოგებული თანხით კოსმეტოლოგიური კაბინეტის გახსნას გეგმავს. ახალი წლის ღამეს მოგებული 100 […]
კატეგორია: საზოგადოება
პატრიარქის 2022 წლის საშობაო ეპისტოლე
პატრიარქმა საშობაო ეპისტოლე გაავრცელა – ილია მეორის გზავნილი სამების საკათედრო ტაძარში, საზეიმო მსახურებაზე წაიკითხეს : “ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მთ.1,23; ეს.7,14) […]
პატარა სოსოს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პატარა სოსოს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. მცირეწლოვანი ამჟამად თურქეთის კლინიკაში იმყოფება. ოჯახის ინფორმაციით, ოპერაცია, რომელიც მცირეწლოვანს თავზე უნდა ჩაუტარდეს, 25.000 დოლარი ჯდება, რისი საშუალებაც მათ არ აქვთ. დახმარების მსურველებს თანხა ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე: საქართველოს ბანკი: #GE67BG0000000528190988 თიბისი ბანკი: #GE98TB7470636010600005 მიმღები ანრი ტლაშაძე რუსთავი 2
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, 4 თვის ჩვილი კლინიკაში 31 დეკემბერს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს და მმართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბავშვი, წუხელ გარდაიცვალა. როგორც მაია ჩხაიძე განმარტავს, ბოლო 1 კვირაში კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილი გარდაიცვალა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოლიკო ვირსალაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება
საქართველოს ბანკი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, 14 იანვარს, ეროვნულ გალერეაში, სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება. ღონისძიება სოლიკო ვირსალაძის 113 წლისთავს ემთხვევა და ის მხატვრის შემოქმედების ყველაზე ვრცელი გამოფენა იქნება. ღონისძიების მიზანია, უკეთ გააცნოს საზოგადოებას ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის შემოქმედება და ქართული კულტურული მემკვიდრეობა. პროექტი სოლიკო ვირსალაძის სახელობის ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება. […]
თელმიკოს მომხმარებლები კიდევ ერთ ქვითარს მიიღებენ – სემეკი
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს. ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. ელექტროენერგიის მრიცხველების ერთიანი წაკითხვის სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თელმიკოს მომხმარებლების დიდი ნაწილი კიდევ ერთ ქვითარს მიიღებს, სადაც ასახული იქნება […]
15 წლის მოზარდების ნიშნობა შიდა ქართლში
შიდა ქართლში სკოლის მოსწავლეები დაინიშნნენ, რომლებიც 15 წლისები არიან. დანიშნული გოგონას ბაბუა შაჰარა ისმაილოვი ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორია. ნიშნობის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ფაქტმა ჟურნალისტების დაინტერესება გამოიწვია, შაჰარა ისმაილოვმა განაცხადა, რომ ეს არ იყო ნიშნობა და მისმა შვილიშვილმა ბეჭედი უბრალოდ საჩუქრად მიიღო: “ნიშნობა იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი თხოვდება. დიდი არაფერი […]
თბილისის მერია მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე 6,551 მლნ ლარს დახარჯავს
თბილისის მერია მელიქიშვილის ქუჩის და ფილარმონიის წინ არსებული მოედნის რეაბილიტაციაზე 6,551 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობამ სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 19 იანვარს დაიწყება და 24 იანვარს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24-საათიან რეჟიმში. ამასთან, სამუშაოების მიწოდების ვადად განსაზღვრულია სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების […]
პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა
დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 89 წელი შეუსრულდა. ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; […]
ქალმა ახალ წელს თვითმფრინავში იმშობიარა და ჩვილი სანაგვეში ჩააგდო
მავრიკის აეროპორტის თანამშრომლებმა, თვითმფრინავის ტუალეტის სანაგვეში, ახალშობილს მიაგნეს. 20 წლის მადაგასკარელიქალი, რომელმაც, სავარაუდოდ, ფრენის დროს იმშობიარა, დაკავებულია. ავიაკომპანია Air Mauritius-ის კუთვნილი თვითმფრინავი მავრიკში, საერთაშორისო აეროპორტში 1 იანვარს დაეშვა. აეროპორტის თანამშრომლები თვითმფრინავის ჩვეულ შემოწმებას ატარებდნენ, როდესაც შენიშნეს სისხლიანი ქაღალდი, რომელთან ახლოსაც ახალშობილი აღმოაჩინეს. ჩვილი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, პოლიციამ ყველა მგზავრი დაკითხა. 20 წლის მადაგასკარელი ქალი თავდაპირველად უარყოფდა, რომ […]










