კვიპროსში ავარიას 33 წლის ქართველი კაცი ემსხვერპლა როგორც უცხოური მედია წერს, ახალგაზრდა კაცი პაფოსში, აგაპინოროსისა და იკაროს ქუჩების შეკვეთაზე გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა. მანქანის მძღოლი თავდაპირველად მიიმალა, თუმცა საათნახევრის შემდეგ, ადგილზე დაბრუნდა და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. როგორც მან პოლიციას უთხრა, შემთხვევის ადგილი შიშის გამო დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ქართველი კაცი კვიპროსზე […]
კატეგორია: საზოგადოება
სოფელ კირბალთან რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურია
50 წლის ქალმა შვილის ყოფილი შეყვარებული ჩხუბში ნოკაუტში ჩააგდო
პოლონეთში იუთუბერის დანიელ ზვიერჟინსკის დედა და დანიელის ყოფილი შეყვარებული წესების გარეშე ორთაბრძოლაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ New York Post-ი იუწყება. თაყვანისმცემლების უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ იუთუბერის ყოფილი შეყვარებული, 19 წლის ნიკიტა ალოკინი გაიმარჯვებდა. დედის, 50 წლის მალგორზატა ზვიერჟინსკას უპირატესობა მისი დიდი წონა იყო: 65 კილოგრამი ალოკინის 47,5 კილოგრამთან შედარებით. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იუთუბერის დედამ პირველ რაუნდში შვილის […]
თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა
ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი, დიმიტრი ღვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „წავიდა დიდი ქართველი არტისტი! დიდი ქართველი! ძალიან დიდი! ჩემი უფროსი მეგობარი!!!” – წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი. თენგიზ არჩვაძე 1932 წლის 3 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1954 წლიდან […]
„კუპატა“ მოკვდა
ბათუმელი, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ძაღლი, სახელად კუპატა მოკვდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება: „ლეგენდარულმა კუპატამ, თითქმის 10 წლის შემდეგ, დაგვტოვა… ჩვენი პატარა მეგობარი, სამყარომ ერთი ვიდეოს დამსახურებით გაიცნო და მაშინვე ყველას თავი შეაყვარა. ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული კი ბევრად ადრე დაიწყო… ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ კუპატას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომელსაც დიდხანს ვებრძოდით… გუშინ, მისი […]
სტამბოლის კლინიკა ქართველ მოსამართლეს მკურნალობის თანხის გადაუხდელობას ედავება
ქართველ მოსამართლეს თურქული კლინიკა სასამართლოში უჩივის. ნინო ჯოჯუას მკურნალობის თანხის გადაუხდელობას ედავებიან. უკვე ერთი წელია რაც კლინიკა ჩივის და კუთვნილ 62 ათას დოლარს ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის ოჯახმა ხელი მოაწერა ყველა საჭირო დოკუმენტს, რომლითაც პასუხისმგებლობას იღებდა თანხის სრულად დაფარვაზე, კლინიკაში “მთავარ არხს” განუცხადეს, რომ მოსამართლე გამოჯანმრთელების შემდეგ თანმხლებ პირებთან ერთად საავადმყოფოდან ისე წავიდა, რომ […]
„ერთი კვირაა სარფის საბაჟოსთან დგას, წვიმაში, ქარში, არც საკვები აქვს, არც ფული…“ – უკრაინის მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ
უკრაინის მოქალაქეს, ოლექსანდრ იურევიჩს სარფის საბაჟოზე შემოსვლის უფლება არ მისცეს. როგორც გამოცემა „ბათუმელებს” იურევიჩის მეგობამა განუცხადა, ისინი 7 ოქტომბერს თურქეთში საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად გადავიდნენ, თუმცა იმავე დღეს, როცა უკან ბრუნდებოდნენ, იურევიჩს საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება აღარ მისცეს. „ჩემი საქმრო ერთი კვირაა სარფის საბაჟოსთან დგას და არ უშვებენ. წვიმაში, ქარში გარეთ უწევს ყოფნა. არაფერი აქვს – […]
ფრიდონ ინჯიას ოჯახის კომპანია კრწანისში 28-სართულიან კომპლექსს აშენებს
„ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ოჯახის კომპანია შპს “სისტემ ნეტ” კრწანისში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. გამოცემა „ნეტგაზეთი” თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ კომპლექსი 28 სართულისგან შედგება, მისი სიმაღლე 98.3 მეტრი, საერთო ფართობი კი 17.313 მ² იქნება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მრავალფუნქციური კომპლექსი სასტუმროს, საცხოვრებელი და მათი დამხმარე ობიექტებისგან შედგება. მათ შორისაა […]
გორში ათამდე საფლავი გაქურდეს, ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ
გაქურდული საფლავები გორში – ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ბოლო დროს კვერნაკის სასაფლაოზე საფლავების გაქურდვა ჩვეულ მოვლენად იქცა. დაუდგენელმა პირებმა გასული ერთი კვირის განმავლობაში ათამდე საფლავი გაქურდეს და ინვენტარი წაიღეს. მოსახლეობამ დახმარების თხოვნით პოლიციას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
ცნობილი ქირურგის კლინიკა უკანონოდ საქმიანობდა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში” უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგულირების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში, შვიდ პაციენტს, გეგმიური ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრს”, ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვის მოთხოვნით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის არ მოუმართავს. […]