ვენეცია ტურისტებისთვის შეზღუდვებს აწესებს

ვენეცია ტურისტებისთვის შეზღუდვებს აწესებსვენეცია ტურისტებისთვის შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იტალიის ქალაქში ტურისტულ ჯგუფებში 25-ზე მეტი ადამიანის დაშვება იკრძალება. ასევე იზღუდება აუდიოსისტემების გამოყენებაც.

ტურისტებს აეკრძალებათ ვიწრო ქუჩებსა და ხიდებზე გაჩერებაც. კანონის მთავარი მიზანი ქვეყანაში მასობრივი ტურიზმის თავიდან არიდება და ქალაქის განტვირთვაა. გარდა ამისა, ამით უკეთ იქნება დაცული როგორც ადგილობრივების, ასევე, ტურისტების უსაფრთხოება.

ვენეცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივად ტურისტული ქალაქია. ახალი კანონი ძალაში ივლისიდან შევა.