დაკავებულია პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა

დაკავებულია პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადასამართალდამცველებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ძაღლზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს.

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.