მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტი ამოქმედდება. დღეს მოქალაქეებმა მთავრობისგან მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღეს, სადაც განმარტებულია, რომ კოვიდსაშვის წარდგენა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში სავალდებულო არ იქნება. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ კოვიდსაშვის გამოყენება, მხოლოდ 18 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის იქნება სავალდებულო. დღეს, ამავე თემაზე, “რუსთავი 2-თან” საუბრისას ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მწვანე პასპორტის გამოყენება შესაძლოა ტრანსპორტშიც ამოქმედდეს. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის […]
კატეგორია: საზოგადოება
დიდ დიღომში ავარიაში დაშავებულ 11 წლის ანანო სანიკიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
11 წლის ანანო სანიკიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. პატარა გოგონას დიდ დიღომში ავარიის შედეგად თავის ტვინი დაუზიანდა, რამაც კიდურების მოტორული შესუსტება და მეტყველების უნარის დარღვევა გამოიწვია. დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე: TBC – მახარაძე ასმათი (დედა) – GE83TB7164845061600011 BOG – სანიკიძე რომანი (მამა) – GE07BG0000000204469700 რუსთავი 2
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ედუარდ სააკაშვილი – “მიშას ურჩევნია, თბილისში ციხეში იჯდეს… მას უნდა, ისტორიული ფიგურა იყოს”
“რადიო თავისუფლებამ” ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟთან ედუარდ სააკაშვილთან, რომელიც ამჟამად ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ცხოვრობს და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობს. როგორც ცნობილია, ის ხელოვნურ ინტელექტს იკვლევს. “ეს გადაცემა ედუარდზეა და არა მიშაზე…” – ამბობს სიუჟეტის ავტორი გოგი გვახარია. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან, რომლის ჩაწერისას მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ შიმშილობდა… ედუარდ სააკაშვილი: ” აქამდე ბერლინში ვიყავი, იქ ვმუშაობდი […]
თბილისში “მწვანე ალმასის” მშენებარე სახლის საძირკველში ცხვარი დაკლეს
თბილისში, დიღომში, მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის საძირკველში ცხვარი დაკლეს. ვიდეო თავდაპირველად გავრცელდა ცხოველების უფლებადამცველთა ღია ჯგუფში, „ცხოველთა უფლებების კომიტეტი“. ვიდეოში ჩანს, რომ მუშები მშენებლობის საძირკველში ცხოველს ჯერ კლავენ, შემდეგ კი სამშენებლო ტერიტორიის მიღმა გააქვთ. საუბარია საცხოვრებელი კომპლექსის „მწვანე ალმასის“ მშენებლობაზე. ნეტგაზეთი დაუკავშირდა მშენებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ კომპანიამ არ იცოდა მომხდარის შესახებ და არანაირი […]
ქუთაისში გოლიათი დაიბადა – პატარა მოსე 5 კილოგრამი და 100 გრამი გაჩნდა
ქუთაისის “კლინიკა ბომონდში” მორიგი “გოლიათი” დაიბადა. პატარა მოსე ორსულობის 36 კვირის ვადაზე, 5 კილოგრამი და 100 გრამი გაჩნდა. “მინდა ხმამაღლა განვაცხადო: მეან-გინეკოლოგი ირინა უგლოვა ჩემი გმირია, უღრმესი მადლობა მას.ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ახალშობილთა განყოფილების გამგეს, ფატი კალატოზიშვილს. მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ყველა თანამშრომელს, ინტენსიურის განყოფილებას, მელოგინეებს, ფიზიოლოგიის გოგონებს.ყველას უღრმესი მადლობა. “ბომონდის” კლინიკას საუკეთესო თანამშრომლობა […]
“ვაიმე, ნი, არ მჯერა” – პასადენას თავმჯდომარე ნინო სანადირაძე ანევრიზმით გარდაიცვალა
საქართველოს სპორტული ცეკვების ფედერაცია “პასადენა“-ს თავმჯდომარე, ქორეოგრაფი ნინო სანადირაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამო სამძიმარს აქვეყნებს ქორეოგრაფიული სტუდია „სახიონი“, სადაც ნინო 2014 – 2015 წლებში ქორეოგრაფიის მასწავლებელი იყო. „რა სამწუხაროა შენზე წარსულში საუბარი, ნინო სანადირაძე … სტუდია “სახიონის” ქორეოგრაფი 2014-2015 წლებში…“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. “ვერ ვიჯერებ … ღმერთო დიდება შენს სახელს …” “ნინო მასწავლებელო, როგორ […]
ხაშურის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმედო ლაცაბიძე კოვიდით გარდაიცვალა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმედო ლაცაბიძე, კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა. “ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს №35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმედო ლაცაბიძის გარდაცვალების გამო. იმედო ლაცაბიძე 2006 წლის 7 მარტიდან ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო, მოგვიანებით კი არჩეულ იქნა ამავე კომისიის თავმჯდომარედ და დღემდე იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას. იმედო ლაცაბიძე კორონა ვირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა. […]
დიდ დიღომში სკვერის აშენებას ითხოვენ – მოსახლეობა ხეებს რგავს
დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა საკუთარი ხელებით რგავს ხეებს ერთი მოთხოვნით – აშენდეს სკვერი! იმის მიუხედავად, რომ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა, მიწა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადასცეს და სკვერის მაგივრად აქ მორიგი ფეხბურთის მოედანი აშენდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ “გარშემო ყველგან მშენებლობაა, ერთი ეს ადგილია, სადაც შეიძლება გაისეირნო, დაჯდე ჰაერზე და ესეც […]
პაატა იმნაძე – “კორონა ყველა აუცრელს მონახავს”
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების და COVID-19-ით ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ტემპი უკვე ჩუტყვავილას გავრცელებას გაუსწორდა. “სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მონახავს ყველა აუცრელს. ამიტომ, ამის იმედი ნურავის ექნება, მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა. ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა […]










