კატეგორია: საზოგადოება

ლექსო ლაშქარავას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა

ლექსო ლაშქარავას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა

„ტვ პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა. ლექსო 5 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა სასტიკად სცემეს, რის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, 11 ივლისს ლექსო დედამ საკუთარ საძინებელში გარდაცვლილი იპოვნა. ლაშქარავას ცემისთვის შსს-მ 4 პირი დააკავა, თუმცა საქმე სრულფასოვნად არ იქნა გამოძიებული.

სწრაფი ტესტი ახალ შტამს, ომიკრონს ვერ ამოიცნობს – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე - "მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე ვართ"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სწრაფი ტესტი კორონავირუსის ახალ შტამს, ომიკრონს ვერ ამოიცნობს. როგორც გამყრელიძე ინტერპრესნიუსთან განმარტავს, უკვე არსებობს PCR ტესტი, რომელიც ამ შტამის ამოცნობას შეძლებს, თუმცა ტესტირება ახალი შტამის საბოლოო იდენტიფიცირებისთვის საკმარისი არაა. “სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს, ომიკრონს. ახალ შტამზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი PCR მეთოდით, რომელიც ქვეყანაში […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველომ გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე პირველად მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველომ გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე პირველად მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში, საქართველომ გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე პირველად მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საბერძნეთსა და მექსიკაში საქართველოს საელჩოებთან პარტნიორობით განხორციელდა. თესალონიკის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. ქართველმა მწერლებმა საკუთარი წიგნების თარგმანების პრეზენტაცია გამართეს და საბერძნეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც […]

“სიკვდილის წინ 40 დღე იშიმშილა” – 4 შვილის დედა, ხატმწერი თეა გორდელაძე გარდაიცვალა

"სიკვდილის წინ 40 დღე იშიმშილა" - 4 შვილის დედა, ხატმწერი თეა გორდელაძე გარდაიცვალა

ხატმწერი თეა გოდოლაძე გარდაიცვალა. ამის შესაებ ფეისბუქში ოთარ ნიკოლაიშვილმა დაწერა: “მძიმე ავადმყოფობის შემდეგ (შობის მარხვის პირველ დღეს), გარდაიცვალა წინამდებარე ხატის – ,,თანალმობის” შექმნის ავტორი: თეოლინა (თეა) გორდელაძე. მას ბევრი საგალობელიც აქვს შექმნილი. სამწუხაროდ არ დასცალდა ამ ხატის პარაკლისის შექმნა. სურდა, ეს საკმაოდ დიდი ზომის ხატი  დაბრძანებულიყო ეკლესიაში, სადაც კვირაში ერთხელ ჩატარდებოდა ამ ხატის პარაკლისი. სიწმიდის […]

„კავკასიის” ოპერატორმა აქციაზე გონება დაკარგა – მას თვალებში სავარაუდოდ წიწაკის სპრეი შეასხეს

„კავკასიის” ოპერატორმა აქციაზე გონება დაკარგა – მას თვალებში სავარაუდოდ წიწაკის სპრეი შეასხეს

ტელეკომპანია “კავკასიის” ოპერატორმა, ნიკო კოკაიამ აქციაზე გონება დაკარგა. ნიკო კოკაია ცუდად თვალებში წიწაკის სპრეის შესხმის შემდეგ გახდა. ახლა  ის თავს უკეთ გრძნობს და კონტაქტურია. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ,   წიწაკის სპრეი გამოიყენა.

„რუსთავის სამშობიარო სახლი“ ერთი წლის განმავლობაში ხელფასს მხოლოდ ორ თანამშრომელს ურიცხავდა

„რუსთავის სამშობიარო სახლი“ ერთი წლის განმავლობაში ხელფასს მხოლოდ ორ თანამშრომელს ურიცხავდა

2020 წლის ივნისიდან, ერთი წლის განმავლობაში, შპს „რუსთავის სამშობიარო სახლში“, სადაც 129 თანამშრომელია დასაქმებული, ხელფასი მხოლოდ ორ მათგანს ერიცხებოდა. ამის შესახებ წერია შრომის ინსპექციის 16 ნოემბრით დათარიღებულ დასკვნაში, რომელიც გაერთიანებულმა პროფკავშირებმა 26 ნოემბერს გაასაჯაროვა. შრომის ინსპექცია არ ასაჯაროებს იმ ორ ადამიანს, ვინც ხელფასს იღებდა. შემოსავლების სამსახურის და თავად სამშობიარო სახლის კლინიკის დოკუმენტებზე დაყრდნობით, შრომის ინსპექცია […]

ორსული მაკა ქაჩლიშვილი კოვიდით გარდაიცვალა – ახალშობილი ექიმებმა გადაარჩინეს

ორსული მაკა ქაჩლიშვილი კოვიდით გარდაიცვალა - ახალშობილი ექიმებმა გადაარჩინეს

კორონავირუსით გურჯაანში, კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა. გარდაცვლილი გურჯაანის სამების ტაძრის სტიქაროსნის მეუღლეა. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. 35 წლამდე ასაკის მაკა ქაჩლიშვილს, ექიმებმა საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. ოპერაციის შედეგად, ახალშობილი გადარჩა, მშობიარე ქალი კი დაიღუპა. კოვიდ- 19-ით ორსულის გარდაცვალების, ეს უკვე მეორე შემთხვევაა გურჯაანში. დაახლოებით ერთი თვის წინ, მუნიციპალიტეტში, 30 წლის მშობიარე გარდაიცვალა. ინფიცირებული ქალი ორსულობის მეშვიდე თვეში იმყოფებოდა. […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრა თბილისის დროით 09:54 საათზე, ონთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.3 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

მწვანე ბარათი საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელი იქნება?

რუსთავს და თბილისს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტი ამოქმედდება. დღეს მოქალაქეებმა მთავრობისგან მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღეს, სადაც განმარტებულია, რომ კოვიდსაშვის წარდგენა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში სავალდებულო არ იქნება. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ​კოვიდსაშვის გამოყენება, მხოლოდ 18 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის იქნება სავალდებულო. დღეს, ამავე თემაზე, “რუსთავი 2-თან” საუბრისას ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მწვანე პასპორტის გამოყენება შესაძლოა ტრანსპორტშიც ამოქმედდეს. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის […]

დიდ დიღომში ავარიაში დაშავებულ 11 წლის ანანო სანიკიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

დიდ დიღომში ავარიაში დაშავებულ 11 წლის ანანო სანიკიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

11 წლის ანანო სანიკიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. პატარა გოგონას დიდ დიღომში ავარიის შედეგად თავის ტვინი დაუზიანდა, რამაც კიდურების მოტორული შესუსტება და მეტყველების უნარის დარღვევა გამოიწვია. დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე: TBC – მახარაძე ასმათი (დედა) – GE83TB7164845061600011 BOG – სანიკიძე რომანი (მამა) – GE07BG0000000204469700 რუსთავი 2