ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
როგორც ცნობილია, სახლში კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ხანძარი ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, ბინაში გაჩნდა.
კომენტარებიდან ირკვევა, რომ გარდაცვლილი ბავშვები ტყუპები იყვნენ.
,,ღმერთოო, სად გავექცე კივილის ხმებს არ ვიცი … „ბავშვებს წყალი შეასხით” ეს ხმები…რატომ? რატომ?”
,,აივანის სახელურს თუ რასაც ეძახიან ის სულ ჩამოიგრა იმ კვამლში ძლივს იპოვეს. გარეთ გამოვედი და ვხედავ, იწვის. იქით მივედი და გავიგე, რომ „” – წერენ ზუგდიდელები.