კატეგორია: შემთხვევა

გლდანში სამანქანო ქუჩა ჩაინგრა

გლდანში სამანქანო ქუჩა ჩაინგრა

გლდანში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი, რომელიც შესაბამის სამუშაოებს ატარებს. აღნიშნულის გამო, ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. დედაქალაქის მერიაში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია ახალდაგებული ასფალტის საფარის დაზიანება.

მამაკაცს ჯერ 1 მანქანა დაეჯახა, შემდეგ – 3 – იგოეთთან ავტობანზე ავარია მოხდა

მამაკაცს ჯერ 1 მანქანა დაეჯახა, შემდეგ - 3 - იგოეთთან ავტობანზე ავარია მოხდა

გორი-იგოეთის მონაკვეთზე მანქანა მამაკაცს დაეჯახა. ქვეითი ადგილზე დაიღუპა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას იგი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა შავშვები-ნაწრეტის მონაკვეთზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე რამდენიმე მანქანა ფიგურირებს. პოლიციამ 3 ავტომანქანა საჯარიმოზე გადაიყვანა. მძღოლები აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ ძირს დაცემულ ადამიანს შეეჯახნენ. წინასწარი ინფორმაციით, ქვეითს, რომელიც გზაზე გადადიოდა, ჯერ ერთი მანქანა შეეჯახა, შემდეგ – 3. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის […]

“მგზავრებიდან 17 ქალია, 3 – მამაკაცი, 1 კანადის მოქალაქეა… მზესუმზირები უყიდიათ…” – ხევსურეთის ავარიის დეტალები

"მგზავრებიდან 17 ქალია, 3 - მამაკაცი, 1 კანადის მოქალაქეა... მზესუმზირები უყიდიათ..." - ხევსურეთის ავარიის დეტალები

შა­ტი­ლის გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და, რა­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. გვე­სა­უბ­რე­ბა თვითმხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ჩა­ვი­და და სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. “შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, ხევ­ში რომ ჩა­ვე­დი, სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დამ­ხვდა. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და, მგზავ­რე­ბი­დან 17 ქა­ლია, 3 – მა­მა­კა­ცი. ოცი­დან ერთი კა­ნა­დის მო­ქა­ლა­ქე ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც ზუს­ტად არ ვი­ცით, […]

ხევსურეთის ავარიაში სამივე დაშავებული ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს

ხევსურეთის ავარიაში სამივე დაშავებული ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პირი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, სამივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, სამივე დაშავებული ქალია. შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა. იპნ

ხევსურეთში ავარიისას დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

ხევსურეთში ავარიისას დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ და მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინირებას. “ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავდა […]

“მიკროავტობუსი გაჩერებელ სატვირთოს დაეჯახა და იმიტომ გადაიჩეხა” – ხევსურეთის ტრაგედიის ახალი დეტალები

"მიკროავტობუსი გაჩერებელ სატვირთოს დაეჯახა და იმიტომ გადაიჩეხა" - ხევსურეთის ტრაგედიის ახალი დეტალები

ხევსურეთში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები – მიკროავტობუსით, რომელიც სიმაღლიდან გადავარდა, მგზავრები კომპანია “თრეველერ.ჯი-ს” გადაჰყავდა. “კურიერთან” საუბრისას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ბარისახოში მზექალა არაბული ამბობს, რომ ავარიის მიზეზი გაჩერებული სატვირთო ავტომანქანა გახდა, რომელსაც მიკროავტობუსი შეეჯახა და გადაიჩეხა. “მანქანას არის დაჯახებული და გადავარდა ხევში. მეორე მანქანა არ გადავარდნილა. მარშუტკა გადავარდა. 12 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, როგორც ამბობს სამაშველო,” – განაცხადა […]

ბათუმში სახლი ჩამოინგრა

ბათუმში სახლი ჩამოინგრა

ბათუმში, ხინიკაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათი ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევისას შენობაში ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ჩამოინგრა ორსართულიანი სახლის ამოშენებული აივანი. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და საპატრულო ეკიპაჟი იმყოფებოდნენ. როგორც მაშველებმა განაცხადეს, დაზიანებული სახლიდან ორი ქალის გამოყვანა გახდა საჭირო, […]

საშინელება შატილის გზაზე – 12 კაცი დაიღუპა – ავტობუსი კლდეში გადაიჩეხა

საშინელება შატილის გზაზე - 12 კაცი დაიღუპა - ავტობუსი კლდეში გადაიჩეხა

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან. […]

“ზღვისგან გამორიყული შვილის ცხედარი უნახავს” – ურეკში დამხრჩვალი 20 წლის ლუკა გელაშვილი მამამ იპოვა

"ზღვისგან გამორიყული შვილის ცხედარი უნახავს" - ურეკში დამხრჩვალი 20 წლის ლუკა გელაშვილი მამამ იპოვა

15 აგვისტოს ურეკში დამხრჩვალი 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ახალციხელი ლუკა გელაშვილია, სანაპიროსთან ზღვამ გამორიყა. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ამ დღეების   მანძილზე,  მაშველები უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ დაკარგულს. გუშინ, გვიან, საღამოს,  როცა ძებნა დროებით შეწყდა, ჩვენი წყაროსავე ცნობით, დაღუპული გელაშვილის მამა სანაპიროზე ფანარით გასულა. „გელაშვილის მამა   ჩამოსული იყო და თავად, მაშველებთან ერთად, თავისი სურვილით  ერთვებოდა სამძებრო მუშაობაში. […]

რუსთავში მანქანა ქალს და ბავშვს დაეჯახა

რუსთავში მანქანა ქალს და ბავშვს დაეჯახა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, შედეგად, 30 წლამდე ასაკის ქალმა მძიმე დაზიანება თავის არეში მიიღო, მცირეწლოვანმა კი ხელის არეში. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276 […]