15 აგვისტოს ურეკში დამხრჩვალი 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ახალციხელი ლუკა გელაშვილია, სანაპიროსთან ზღვამ გამორიყა. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ამ დღეების მანძილზე, მაშველები უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ დაკარგულს. გუშინ, გვიან, საღამოს, როცა ძებნა დროებით შეწყდა, ჩვენი წყაროსავე ცნობით, დაღუპული გელაშვილის მამა სანაპიროზე ფანარით გასულა. „გელაშვილის მამა ჩამოსული იყო და თავად, მაშველებთან ერთად, თავისი სურვილით ერთვებოდა სამძებრო მუშაობაში. […]
კატეგორია: შემთხვევა
რუსთავში მანქანა ქალს და ბავშვს დაეჯახა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, შედეგად, 30 წლამდე ასაკის ქალმა მძიმე დაზიანება თავის არეში მიიღო, მცირეწლოვანმა კი ხელის არეში. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276 […]
ვეფხვია ხაჩიძის ცხედარი მტკვარში იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მტკვარზე ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 18 აგვისტოს შემოვიდა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, პოლიციის და სამაშველო ჯგუფების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის […]
“ბოლოს დედას ელაპარაკა და მობილური უცბად გათიშა” – მტკვარში ვეფხვია ხაჩიძეს ეძებენ
მდინარე მტკვარში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ჩართულია 9 კაციანი სამაშველო ჯგუფი. 31 წლის მამაკაცი ბოლოს, სავარაუდოდ, გუშინ ნახეს. დაკარგულის მამა აცხადებს, რომ მის შვილს პრობლემები არ ჰქონია. დაკარგული ვეფხვია ხაჩიძის კვალი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქრება. მამის განცხადებით, მისი შვილი სახლიდან გამოსვლის დროს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. “ჩემი […]
მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
მაშველები მდინარე მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაცია “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ჩართულია 9 კაციანი სამაშველო ჯგუფი, ორი მყვინთავი და სპეცკატერი, რომელიც ექოლოტით არის აღჭურვილი. უწყების ინფორმაციით მამაკაცი, სავარაუდოდ, გუშინ, 18 აგვისტოს დაიკარგა.
“სითი მოლი” აფეთქებას გადაურჩა, სამზარეულოში გაზქურის 8 სანთურა ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული
“სითი მოლი” აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს. მათი ცნობით, ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იდგა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მობილიზება მოხდა. “სითი მოლის” შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ “სითი მოლის” შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის 8 სანთურა. “”თბილისი […]
მტკვარში, ბარ ბაუჰაუსთან, ახალგაზრდა ქალის ცხედარია ნაპოვნი
მტკვარში ცხედარი იპოვეს – სავარაუდოდ, ბაუჰაუსის თანამშრომელია გარდაცვლილი
ურეკში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურეკში ორდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა კაცის ძებნა მაშველებმა 15 აგვისტოს დაიწყეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2 ახალგაზრდა წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მაშველებმა ერთის დახმარება შეძლეს, მერე კი წყალში გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება და ექოლოტი იყო ჩართული. მთავარი
ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
ურეკში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 15 აგვისტოს ურეკში, 2 ახალგაზრდა მამაკაცს ესაჭიროებოდა დახმარება, რომლებიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მათი ინფორმაციით, მაშველებმა ერთის გამოყვანა მოახერხეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა. „საძიებო სამუშაოებში ჩართულია 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას და ასევე […]









