მამაკაცს ჯერ 1 მანქანა დაეჯახა, შემდეგ – 3 – იგოეთთან ავტობანზე ავარია მოხდა

მამაკაცს ჯერ 1 მანქანა დაეჯახა, შემდეგ - 3 - იგოეთთან ავტობანზე ავარია მოხდაგორი-იგოეთის მონაკვეთზე მანქანა მამაკაცს დაეჯახა.

ქვეითი ადგილზე დაიღუპა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას იგი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევა შავშვები-ნაწრეტის მონაკვეთზე მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე რამდენიმე მანქანა ფიგურირებს. პოლიციამ 3 ავტომანქანა საჯარიმოზე გადაიყვანა. მძღოლები აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ ძირს დაცემულ ადამიანს შეეჯახნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ქვეითს, რომელიც გზაზე გადადიოდა, ჯერ ერთი მანქანა შეეჯახა, შემდეგ – 3.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ქართლი