მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენმაშველები მდინარე მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაცია “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ჩართულია 9 კაციანი სამაშველო ჯგუფი, ორი მყვინთავი და სპეცკატერი, რომელიც ექოლოტით არის აღჭურვილი.

უწყების ინფორმაციით მამაკაცი, სავარაუდოდ, გუშინ, 18 აგვისტოს დაიკარგა.