ურეკში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

ურეკში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვესსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურეკში ორდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.

ახალგაზრდა კაცის ძებნა მაშველებმა 15 აგვისტოს დაიწყეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2 ახალგაზრდა წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მაშველებმა ერთის დახმარება შეძლეს, მერე კი წყალში გაუჩინარდა.

სამძებრო სამუშაოებში 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება და ექოლოტი იყო ჩართული.

მთავარი