დღეს, 14 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად დაშავებული ორი პირი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება, ექიმების განმარტებით მათი მდგომარეობა სტაბილურია. სასწრაფოს და მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად, პაციენტი და ექიმი დაშავდნენ. “ჩაუტარდათ გამოკვლევები, მათი მდგომარეობა სტაბილურია, მომდევნო 24 საათი სტაციონარში იქნებიან დაკვირვების ქვეშ, შემდეგ გავწერთ კლინიკიდან”, – განაცხადეს ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში. ავტოსაგზაო შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე 15:00 საათზე მოხდა, როგორც სასწრაფო […]
კატეგორია: შემთხვევა
ახალციხესთან მანქანის მძღოლს გულის შეტევა დაემართა და სატვირთოს შეასკდა
ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი მანქანის მძღოლი, 55 წლამდე ასაკის მამაკაცი, გულის შეტევის შედეგად ცუდად გახდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მეორე ავტომანქანის მძღოლი კი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]
გუბაზ კორძაიას სახლში ორსული მეუღლე და 2 ბავშვი ელოდნენ – ავარია, რომელმაც ყველა შეძრა
ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, 32 წლის ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა ექიმი, მსუბუქი ავტომობილით მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. კორძაიამ 12 ივნისს ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა. ის ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა. გარდაცვლილს ორსული მეუღლე და ორი შვილი დარჩა. “ადამიანი ბრუნდებოდა ერთი ქალაქიდან მეორე […]
ბაგებში 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს
ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგებში – შემთხვევა ცოტა ხნის წინ, “მეტრა პარკის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ერთმანეთს სამი საპირისპირო მხარეს მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
გუბაზ კორძაიამ ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა – ცნობილი ექიმი ზესტაფონთან ავარიაში დაიღუპა
ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ცნობილი ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა, ახალგაზრდა ექიმი, მსუბუქი ავტომობილით მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ექიმმა გუშინ ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა. ექიმი ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით […]
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მანქანა ხევში გადავარდა – დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი
ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მომხდარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
თბილისში ჩინეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს – რა მოხდა ჯანაშიას ქუჩაზე
ბენზინგასამართ სადგურზე ახალშობილი ბიჭი იპოვეს
მიტოვებული ჩვილი იპოვეს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეს ბენზინგასამართ სადგურზე. ახალშობილი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ნახეს და პოლიციას აცნობეს. ამ დროისთვის ახალშობილი ბიჭი ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
ტრაგედია ლომისობაზე – მლეთის მთაზე ონისე ვარდიაშვილი გარდაიცვალა
10 ივნისს ლომისობის დღესასწაულზე ტრაგედია დატრიალდა. მლეთის მთაზე ტაძარში მოსალოცად ასული მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია გარდაცვლილი 56 წლის ონისე ვარდიაშვილია. ის სოფელ დიღომში ცხოვრობდა და ლომისობის დღესასწაულზე ახლობლებთან ერთად იყო წასული. მლეთის მთაზე წმინდა გიორგი ტაძრამდე მომლოცველები რთულ გზას ფეხით გადიან. სალოცავთან ასული ონისე ვარდიაშვილი კი უეცრად შეუძლოდ გახდა. წინასწარი ვერსიით, მას სავარაუდოდ […]










