ახალციხეში მანქანა სასწრაფოს შეეჯახა

ახალციხეში მანქანა სასწრაფოს შეეჯახადღეს, 14 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად დაშავებული ორი პირი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება, ექიმების განმარტებით მათი მდგომარეობა სტაბილურია.

სასწრაფოს და მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად, პაციენტი და ექიმი დაშავდნენ.

“ჩაუტარდათ გამოკვლევები, მათი მდგომარეობა სტაბილურია, მომდევნო 24 საათი სტაციონარში იქნებიან დაკვირვების ქვეშ, შემდეგ გავწერთ კლინიკიდან”, – განაცხადეს ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში.

ავტოსაგზაო შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე 15:00 საათზე მოხდა, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლი დავით წიქარიშვილი აცხადებს, მსუბუქი მანქანა შიდა ქუჩიდან გამოვიდა და შეეჯახა, შედეგად მართვა დაკარგა და ხეს შეეჯახა.

შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სამხრეთის კარიბჭე