ბენზინგასამართ სადგურზე ახალშობილი ბიჭი იპოვეს

ბენზინგასამართ სადგურზე ახალშობილი ბიჭი იპოვესმიტოვებული ჩვილი იპოვეს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეს ბენზინგასამართ სადგურზე. ახალშობილი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ნახეს და პოლიციას აცნობეს.

ამ დროისთვის ახალშობილი ბიჭი ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.