კატეგორია: შემთხვევა

ზუგდიდში 12 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო

ზუგდიდში 12 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო. შემთხვევა ე.წ. ვექტორშის დასახლებაში მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, ის წყალში გადახტა, თუმცა მცენარეებში გაიხლართა და  ამოსვლა ვერ შეძლო. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარი ღელედან მყვინთავმა მაშველებმა ამოიყვანეს.

გურჯაანში მანქანამ 60 წლის ქალი გაიტანა და მოკლა

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი საავტომობილო მაგისტრალზე გადასვლას ცდილობდა, როდესაც მანქანა დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ამ წუთებში საავტომობილო მაგისტრალზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მოხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალციხეში მანქანა სასწრაფოს შეეჯახა

დღეს, 14 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად დაშავებული ორი პირი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება, ექიმების განმარტებით მათი მდგომარეობა სტაბილურია. სასწრაფოს და მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად, პაციენტი და ექიმი დაშავდნენ. “ჩაუტარდათ გამოკვლევები, მათი მდგომარეობა სტაბილურია, მომდევნო 24 საათი სტაციონარში იქნებიან დაკვირვების ქვეშ, შემდეგ გავწერთ კლინიკიდან”, – განაცხადეს ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში. ავტოსაგზაო შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე 15:00 საათზე მოხდა, როგორც სასწრაფო […]

ახალციხესთან მანქანის მძღოლს გულის შეტევა დაემართა და სატვირთოს შეასკდა

ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი მანქანის მძღოლი, 55 წლამდე ასაკის მამაკაცი, გულის შეტევის შედეგად ცუდად გახდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მეორე ავტომანქანის მძღოლი კი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]

გუბაზ კორძაიას სახლში ორსული მეუღლე და 2 ბავშვი ელოდნენ – ავარია, რომელმაც ყველა შეძრა

ქუ­თა­ი­სი-ზეს­ტა­ფო­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბელ მა­გის­ტრალ­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, 32 წლის ექი­მი გუ­ბაზ კორ­ძა­ია ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და. ახალ­გაზ­რდა ექი­მი, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით მო­ცურ­და და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან ხევ­ში გა­და­ვარ­და. კორ­ძა­ი­ამ 12 ივ­ნისს ქუ­თა­ის­ში ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა და თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და. ის ის­რა­ე­ლი-სა­ქარ­თვე­ლოს კარ­დი­ო­ლო­გი­ი­სა და ან­გი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრში ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გად მუ­შა­ობ­და. გარ­დაც­ვლილს ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. “ადა­მი­ა­ნი ბრუნ­დე­ბო­და ერთი ქა­ლა­ქი­დან მე­ო­რე […]

ბაგებში 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგებში – შემთხვევა ცოტა ხნის წინ, “მეტრა პარკის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ერთმანეთს სამი საპირისპირო მხარეს მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

გუბაზ კორძაიამ ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა – ცნობილი ექიმი ზესტაფონთან ავარიაში დაიღუპა

ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ცნობილი ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა, ახალგაზრდა ექიმი, მსუბუქი ავტომობილით მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ექიმმა გუშინ  ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა. ექიმი  ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით […]

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მანქანა ხევში გადავარდა – დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი

ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მომხდარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

თბილისში ჩინეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს – რა მოხდა ჯანაშიას ქუჩაზე

თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იოივეს. ჩინეთის მოქალაქე 40 წლამდეა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. როგორც ირკვევა, მოქალაქე ბინაში მარტო არ იმყოფებოდა. ბინის ქართველი მეპატრონე ადგილზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ადგილზე მიიყვანეს თარჯიმნებიც.

ბენზინგასამართ სადგურზე ახალშობილი ბიჭი იპოვეს

მიტოვებული ჩვილი იპოვეს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეს ბენზინგასამართ სადგურზე. ახალშობილი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ნახეს და პოლიციას აცნობეს. ამ დროისთვის ახალშობილი ბიჭი ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.