ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცს დენმა დაარტყა. შემთხვევა ჰიპერმარკეტების ქსელ “გორგიას” მიმდებარე ტერიტორიასთან, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ჯიხურის ეზოში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცს მობილური ტელეფონი ორმოში ჩაუვარდა, მის ამოსატანად ჩასულს კი დენმა დაარტყა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
კატეგორია: შემთხვევა
ხელვააურში 34 წლის ახალგაზრდა დენის დარტყმისგან გარდაიცვალა
ტრაგიკული შემთხვევა ხელვაჩაურში-34 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად, საკუთარ ეზოში გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ტრაგიკული შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კაცი მამასთან ერთად საკუთარ ეზოში ხეს ჭრიდა. მათივე თქმით, ხის მოჭრის პროცესში ახალგაზრდა კაცი შემთხვევით მაღალი ძაბვის სადენს შეეხო. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
რუსთავში 8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა
რუსთავში, ბოსტანქალაქის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი 8 წლის ბავშვს შეეჯახა. დაშავებული არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განაცხადა, პაციენტს ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა კილაძე გარდაცვლილი იპოვეს
დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა კილაძე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა. ცხედარი ცენტრის ტერიტორიაზე დღის საათებში ადგილობრივებმა ნახეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. არქეოლოგი გოჩა კილაძე თითქმის ოცი წლის განმავლობაში იყო ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, დმანისის სამეცნიერო გუნდის წევრი და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი. ის მონაწილეობდა დმანისის ცნობილ არქეოლოგიურ გათხრებში, რომლის დროსაც იპოვეს 1.8 […]
რუსთავში, მე-4 სართულიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა
რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში მე-4 სართულიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა. ახალგაზრდა გოგო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თავდაპირველად კლინიკა „რუსთავში“ შეიყვანა, საიდანაც შემდეგ ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში განგვიცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დინამიკაში გაუმჯობესებულია. „ინფო რუსთავი“
დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი ავარიას ემსხვერპლნენ
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე ემსხვერპლა. ასევე, ავარიის შედეგად დაღუპულია სასულიერო პირის 8 წლის შვილიც. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახებისას მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადგილზე დაიღუპა. კიდევ ერთი მოზარდი და ტრაილერის მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე 276-ე მუხლით […]
ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა
ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა. თავდაპირველად ძაღლი ჯერ პატრონს, შუახნის ქალს დაესხა თავს, მისი დახმარება მეზობლებმა სცადეს. სამივე პირი კლინიკაშია გადაყვანილი. ჩვენი ინფორმაციითვე, ძაღლი შემთხვევის ადგილას მყოფი ბავშვებისკენაც იწევდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ ძაღლის ლიკვიდაცია მოახდინა.
დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 55 წლის ჯანაშვილს, თბილისში, გზაზე ფეხით გადასვლისას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. რამდენიმე დღის განმავლობაში დეპუტატს თბილისში, ქირურგიის ცენტრში მკურნალობდნენ. ემზარ ჯანაშვილი, სოფელ არბოშიკის მაჟორიტარი დეპუტატი, 2021 წლის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების დროს გახდა. ის საკრებულოში, ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა.








