კატეგორია: შემთხვევა

ზესტაფონში ახალგაზრდას დენმა დარტყა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა ზესტაფონში, დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა 21 წლის ბიჭი. გარდაცვლილი ახალგაზრდა, გიორგი ნებიერიძეა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 ქალი, რომელსაც ქმარი ახლახანს ავარიაში დაეღუპა, თვითონაც ტრაგიკულად გარდაიცვალა

კახეთში, სოფელ მანავში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული კაცის მეუღლე კლინიკაში დღეს გარდაიცვალა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯეოჰოსპიტალმა მედიასთან დაადასტურა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, შუა ხნის ქალი მათთან მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. „მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა. შუახნის ქალი მრავლობითი დაზიანებებით შემოიყვანეს, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – აცხადებენ კლინიკაში. რაც შეეხება ავარიის დროს დაშავებული ბავშვის მდგომარეობას, […]

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი აფეთქდა

ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელები” ავრცელებს. მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მივიდნენ.

თემქაზე, მეტროსთან ახლოს, მანქანა აფეთქდა

თემქაზე მანქანა აფეთქდა. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევა მეტროსთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხელოსანს შეკეთების დროს აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოჯახის 3 წევრი დაშავდა. დაშავებულები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ამასთან, ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ადგილზე მდგომი მანქანები. „დილით ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ოჯახის სამი წევრი მძიმედაა დაშავებული. როგორც ვიცით, ბინაში აფრიკელები ცხოვრობდნენ“, – […]

თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე სახლის აივანი ჩამოინგრა – გარდაცვლილია 74 წლის ქალი

უბედური შემთხვევა თბილისში – ჩიქობავას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რასაც 74 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “მეზობლების ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია, მას სჭირდება რეაბილიტაცია, სახელმწიფო კი ყურადღებას არ აქცევს. დავინაეთ, რომ გადმოვარდა აივანი და ეს ქალი გადმოყვა აივანს და დაიცალა ჩვენს […]

 შავნაბადაზე ძლიერი ხანძარია 

ამ წუთებში, ძლიერი ხანძარია თბილისში. ცეცხლი შავნაბადას ტერიტორიაზე გაჩნდა. ვრცელდება ხანძრის ამსახველი კადრები. როგორც ,,პრაიმტაიმს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძარი თბილისში – დამწვარია ავტომობილები და ტექნიკა 

თბილისში, ქაიროს ქუჩაზე ხანძარია, დამწვარია ავტომობილები და ტექნიკა. ინფორმაციას და კადრებს ადგილიდან, სოციალურ ქსელში გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

GWP-ის შენობაში ხანძარი გაჩნდა 

GWP-ის შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს ცეცხლი შენობის სარდაფში გაჩნდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

უკრაინელი მამა-შვილი თბილისში ავარიაში მოყვა

თბილისში უკრაინის მოქალაქეებს მანქანა დაეჯახა – დაშავებულია მამა-შვილი. კაცს მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება. მოზარდს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. ის შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. სასწრრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  უკრაინის მოქალაქეები უკვე გადაიყვანა კლინიკაში . შემთხვევა ისნის მეტროსთან ცოტახნის წინ მოხდა. მძღოლმა სავარაუდოდ, საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და ველოსიპედს შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მფლობელი ახლა გამოკითხვაზეა გადაყვანილი.