ხელვააურში 34 წლის ახალგაზრდა დენის დარტყმისგან გარდაიცვალა

ხელვააურში 34 წლის ახალგაზრდა დენის დარტყმისგან გარდაიცვალატრაგიკული შემთხვევა ხელვაჩაურში-34 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად, საკუთარ ეზოში გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ტრაგიკული შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კაცი მამასთან ერთად საკუთარ ეზოში ხეს ჭრიდა. მათივე თქმით, ხის მოჭრის პროცესში ახალგაზრდა კაცი შემთხვევით მაღალი ძაბვის სადენს შეეხო.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.