გურჯაანში, ხანძრის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლი ორსართულიან სახლზე იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ქალის გამოყვანა ვერ შეძლეს. მთლიანად განადგურებულია შენობა და საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილზე ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროენერგიის გაუმართაობამ გამოიწვია. იპნ
კატეგორია: შემთხვევა
გორში პოლიციის პიკაპს ავარია მოუვიდა – დააჯარიმეს ,,მერსედესის” მძღოლი
გორის შს სამმართველოს კუთვნილ ავტომანქანას ავარია მოუვიდა. წმინდაწყლის დასახლებაში პიკაპი და გვერდით ქუჩიდან მომავალი მსუბუქ ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახებისას არავინ დაშავებულა, თუმცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მუხლების თანახმად, ,,მერსედესის” მძღოლი დაჯარიმდა. ოქმის შედგენისას პატრულმა 125-ე მუხლის მეათე ნაწილი გამოიყენა. მოქალაქე 200 ლარით დაჯარიმდა. ,,მერსედესის ავტომანქანამ სამინისტროს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას გვერდით მხრიდან შეეჯახა. დაჯარიმდა მერსედესის მძღოლი” […]
საზარელი ავარია ზუგდიდში – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი პირი. შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ სამივეს მდგომარეობა მძიმეა. ორი ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. “უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა. ჯერჯერობით კონკრეტულ დიაგნოზზე ვერ გესაუბრებით”, – აღნიშა სულხან ორჟონიამ. […]
რუსთავში მანქანა, რომელსაც პატიმრები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა – ვიდეო
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე. ავარიაში “მაზდას” მარკის მსუბუქი ავტომობილი და პენიტენციალური სამსახურის სპეციალური სატრანსპორტო საშუალება მოჰყვა. ავტომობილები საპირისპირი მიმართულებით მოძრაობდნენ და მოსახვევში ერთმანეთს პირდაპირ დაეჯახნენ. შეჯახების შედეგად პენიტენციალური სამსახურის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილში ბადრაგებთან ერთად 2 პატიმარი იმყოფებოდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, […]
12 წლის ბიჭის სიცოცხლეს, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, საფრთხე აღარ ემუქრება
12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, დასტაბილურდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ექიმმა, არჩილ აგლაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოზარდს ამ დროისთვის ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. „პაციენტი შემოყვანილია 21 ოქტომბერს, 15:00 საათზე. ლიანდაგზე გადასვლისას დაეჯახა მატარებელი. შემოსვლისას მდგომარეობა იყო მძიმე. აღენიშნებოდა ზურგის მიდამოში […]
გლდანში კაზინო ბეთლაივში 5 ადამიანი გაზით მოიწამლა
თბილისში, გლდანის კაზინო ”ბეთლაივში”, გაზის გაჟონვის შედეგად, 5 ადამიანი მოიწამლა. ხუთივე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების თქმით, მოსახლეობას გაზმომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება: „გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებისას კომპანია NCC-მ საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა. შედეგად […]
ფოთი-თბილისის მატარებელი 12 წლის ბიჭს დაეჯახა – ბავშვი მართვით სუნთქვაზეა
ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია და იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ინტერპრესნიუსს იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, ამ დროისთვის მოზარდი მართვით სუნთქვაზეა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება. მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ნინოწმინდაში მწყემსს მეხი დაეცა და მოკლა
19 ოქტომბერს ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან, გარდაცვლილი კაცი იპოვეს, მას სავარაუდოდ მეხი დაეცა. მომხდარზე დაწყებულია ძიება. გარდაცვლილი, დახოცილ პირუტყვთან ერთად მესაზღვრეებმა დღის ბოლოს, დაახლოებით 20:00 საათზე იპოვეს. “მესაზღვრეებმა სოფელ სამების მიმდებარედ, მთებში იპოვეს გარდაცვლილი. გავრცელებული ინფორმაციით ორნი იყვნენ და ცხვრის ფარას მწყემსავდნენ. ერთია გარდაცვლილი, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან არ არიან”, – ამბობს […]
”ვაიმე დედა, რა აფეთქდა, მანქანა აფეთქდა?” – “ტვ ფორმულა” გურამიშვილზე აფეთქების კადრებს ავრცელებს – ვიდეო
“ტვ ფორმულა” დღეს, გურამიშვილზე მომხდარი აფეთქების კადრებს ავრცელებს. ვიდეო მიმდებარე შენობიდან სწორედ იმ დროს არის გადაღებული, როცა 16 სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა. ”ვაიმე დედა, რა აფეთქდა, მანქანა აფეთქდა?” არა, რა მანქანა, გაზი აფეთქდა”, – ისმის ვიდეოში. ნიუპოსტი https://www.facebook.com/FormulaOriginals/videos/1316854608487180/
ნათია თურნავა – “სოსო ახლობლები მოვინახულე” – სოსო ჯავახიშვილი ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსანია
გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაშავებული სოსო ჯავახიშვილი ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია. სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაშავებული მკურნალობს, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მივიდა და პირველი კომენტარი გააკეთა. “სოსოს ახლობლები მოვინახულე და როგორც ვიცი დაზარალებულების უმეტესი ნაწილი გაწერილია სახლში. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავამკაცრეთ კანონი. მოწმდება გაზის მოწყობილობები და აუცილებლად ხდება კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების ჩაჭრა, მაგრამ მოსახლეობამაც უნდა […]










