ნინოწმინდაში მწყემსს მეხი დაეცა და მოკლა

19 ოქტომბერს ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან, გარდაცვლილი კაცი იპოვეს, მას სავარაუდოდ მეხი დაეცა. მომხდარზე დაწყებულია ძიება.

გარდაცვლილი, დახოცილ პირუტყვთან ერთად მესაზღვრეებმა დღის ბოლოს, დაახლოებით 20:00 საათზე იპოვეს.

“მესაზღვრეებმა სოფელ სამების მიმდებარედ, მთებში იპოვეს გარდაცვლილი. გავრცელებული ინფორმაციით ორნი იყვნენ და ცხვრის ფარას მწყემსავდნენ. ერთია გარდაცვლილი, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან არ არიან”, – ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამხრეთის კარიბჭე