გორში პოლიციის პიკაპს ავარია მოუვიდა – დააჯარიმეს ,,მერსედესის” მძღოლი

გორში პოლიციის პიკაპს ავარია მოუვიდა - დააჯარიმეს ,,მერსედესის" მძღოლიგორის შს სამმართველოს კუთვნილ ავტომანქანას ავარია მოუვიდა. წმინდაწყლის დასახლებაში პიკაპი და გვერდით ქუჩიდან მომავალი მსუბუქ ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შეჯახებისას არავინ დაშავებულა, თუმცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მუხლების თანახმად, ,,მერსედესის” მძღოლი დაჯარიმდა.

ოქმის შედგენისას პატრულმა
125-ე მუხლის მეათე ნაწილი გამოიყენა. მოქალაქე 200 ლარით დაჯარიმდა.

,,მერსედესის ავტომანქანამ სამინისტროს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას გვერდით მხრიდან შეეჯახა. დაჯარიმდა მერსედესის მძღოლი” – აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.

ქართლი.გე