ქუთაისის, დავით აღმაშენებლის სახელობის, საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მგზავრი გულის შეტევით გარდაიცვალა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რუსთავი 2
კატეგორია: შემთხვევა
გურჯაანთან ლევან ჯანიაშვილი დაიღუპა – მანქანა ჭაობში გადავარდა
აფენი-გურჯაანის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1985 წელს დაბადებული კაცი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც სოფელ ვეჯინში გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ლევან ჯანიაშვილი მართავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭაობში გადავარდა. ლევან ჯანიაშვილი შემთხვევის დროს ავტომანქანიდან გადმოვარდა და მას მანქანა ზედ დაეცა. გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. რუსთავი 2
ზემო ფონიჭალაში მანქანა კლდიდან გადავარდა – დაშავებულია 1 ქალი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზემო ფონიჭალაში. თვითმხილველთა ინფორმაციით, ავტომობილი კლდიდან გადმოვარდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მძღოლმა მობრუნების დროს საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი მსუბუქად დაშავდა. ის მკურნალობას სახლში გადის. მომხდარზე გამოძიება პოლიციამ 276-მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. მანქანა ამ დრომდე კლდიდან ამოყვანილი […]
თუშეთში ველოსიპედისტი ხევში გადავარდა და დაიღუპა
პატიმარმა ფეხი პოლიციის მანქანის მძღოლს გაარტყა – მანქანა სამარშრუტოს შეეჯახა და ამოტრიალდა
წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში პოლიციის მანქანა, რომლითაც დაკავებული სოფლიდან წალენჯიხაში გადაჰყავდა, სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა. “ლაივპრესის” ინფორმაციით, სოფელში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებს მამაკაცმა შეუშალა ხელი. ის არ დაემორჩილა სამართალდამცველთა გაფრთხილებას, მათ შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც დააკავეს და განყოფილებაში გადაჰყავდათ. “ოდიშინიუსის” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ პატიმრის […]
“ცეცხლი მთელ ფალიაშვილს ანათებდა” – ვაკეში 2 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს
ხანძრით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ცენტრში. ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო მანქანები. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. „ძალიან დიდი ცეცხლი იყო, ისეთი, რომ ანათებდა მთელ ფალიაშვილს. სასწრაფო გვიან მოვიდა. ორი მანქანა […]
ათენში სალომე გოგინაშვილი დაიკარგა – ბოლოს ის ატიკის მეტროსთან ნახეს
ათენში სალომე გოგინაშვილი დაიკარგა, შაბათს (21/09) 13:00 საათზე. ბოლო ინფორმაცია, რაც მისმა მშობლებმა იციან, არის ის, რომ ატიკის მეტროსთან ახლოს იმყოფებოდა. ინფორმირებულია ათენის პოლიცია. საქმის კურსშია საქართველოს საკონსულო საბერძნეთში. თუ ვინმემ რამე იცით, მინიმალური ინფორმაციაც კი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გთხოთ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: სალომეს დედა: 699 7458664 საკონსულოს ცხელი ხაზი: 699 7458664 სალომე გოგინაშვილის დედა, ნონა კუპრაშვილი მიმართვას […]
რუსთავში მოტოციკლეტი ტაქსს შეეჯახა – 1 ადამიანი დაშავდა – ვიდეო
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. ერთმანეთს გამოძახების სერვისზე დასაქმებული მოტოციკლისტი და მსუბუქი ავტომობილის ტაქსი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის შედეგად 20 წლის მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტი კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორუსთავი
რა მტკიცებულებები იპოვეს ვარკეთილში 16 წლის მოზარდის დაღუპვის ადგილზე
„პრაიმტაიმმა” ვარკეთილში 16 წლის მოზარდის დაღუპვის ადგილზე არსებული მტკიცებულებების გადაღება მოახერხა. 16 წლის ბიჭი ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, სადაც ის, ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ჩვენს მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს სახურავზე არსებული ანაბეჭდები და ბოთლები. მტკიცებულებებს ამჟამად გამოძიება სწავლობს, რის შემდეგაც დაზუსტდება რა ნივთიერება ესხა ბოთლებში., რომელიც სახურავზე იქნა აღმოჩენილი. გარდა ამისა, სახურავზე, ანუ […]
ჰოლიდეი ინთან 2 მოტოციკლი და 1 მანქანა შეეჯახნენ ერთმანეთს
სასტუმრო „ჰოლიდეი ინთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთ 2 მოტოციკლი და ერთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.










