რუსთავში მოტოციკლეტი ტაქსს შეეჯახა – 1 ადამიანი დაშავდა – ვიდეო

რუსთავში მოტოციკლეტი ტაქსს შეეჯახა - 1 ადამიანი დაშავდა - ვიდეოავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე.

ერთმანეთს გამოძახების სერვისზე დასაქმებული მოტოციკლისტი და მსუბუქი ავტომობილის ტაქსი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად 20 წლის მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტი კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ინფორუსთავი