თუშეთში ველოსიპედისტი ხევში გადავარდა და დაიღუპა

თუშეთში ველოსიპედისტი ხევში გადავარდა და დაიღუპაფშაველი-აბანო-ომალო 22-ე კმ-ზე უბედური შემთხვევა მოხდა.

ტურისტთა შვიდკაციანი ველოსიპედისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი პირი ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაღუპული ტურისტის ამოყვანის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.