კატეგორია: შემთხვევა

ავტობანზე მანქანა დაიწვა – ქართველ მძღოლს ინდოელი ტურისტები გადაჰყავდა

ავტობანზე მანქანა დაიწვა - ქართველ მძღოლს ინდოელი ტურისტები გადაჰყავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ამის გამო გადაკეტილი იყო მოძრაობა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. მანქანაში მსხდომმა ყველა ადამიანმა დროულად მოასწრო გადმოსვლა. მძღოლი საქართველოს მოქალაქეა და მას ინდოელი ტურისტები გადაჰყავდა. მოგვიანებით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა აღდგა. იპნ

ჭრებალოში სახლი დაიწვა – მეპატრონეს მთავრობა 10.000 ლარს გადაუხდის

ჭრებალოში სახლი დაიწვა - მეპატრონეს მთავრობა 10.000 ლარს გადაუხდის

ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ბუხარი სახელდება. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ჭრებალოში დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი მთავრობა 10.000 ლარით დაეხმარება. მანამდე კი ამბროლაურის მერიამ ოჯახს ბინის ქირით უზრუნველყოფა და საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის დახმარება შესთავაზა. იპნ

ომალოში ირანელი ტურისტი გადაარჩინეს – ვიდეო

ომალოში ირანელი ტურისტი გადაარჩინეს - ვიდეო

ომალოში ირანელი ტურისტი დაშავდა. მაშველებმა მისი დახმარება შეძლეს. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთაში მოხდა. 30 წლის ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებით შეძლეს. “ექიმების განმარტებით, 30 წლის ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და დაშავებულის სახმელეთო ტრანსპორტირება, საფრთხეს შეუქმნიდა მის სიცოცხლეს. ტრავმების სიმძიმის, […]

აღმაშენებლის ხეივანზე მანქანა ამოტრიალდა – 1 ადამიანი დაშავდა

აღმაშენებლის ხეივანზე მანქანა ამოტრიალდა - 1 ადამიანი დაშავდა

დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიისას ავტომობილი ამობრუნდა. დაშავებული, რომელსაც დაზიანება ხელის არეში ჰქონდა მიღებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. იპნ

წერეთელზე ბინა დაიწვა

წერეთელზე ბინა დაიწვა

თბილისში, წერეთელზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მთლიანად დაიწვა ბინა. შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა 40 კვ. მ. ფართობი. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. რუსთავი 2

რუსთავში ლიფტი ჩავარდა – მასში 4 ადამიანი იყო – ვიდეო

რუსთავში ლიფტი ჩავარდა - მასში 4 ადამიანი იყო - ვიდეო

რუსთავში, XVII მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი 2 სართულით დაბლა ჩავრდა და გაიჭედა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 9 სართულიანი კორპუსის მეცხრე სართულიდან 4 ადამიანი პირველ სართულზე ჩადიოდა როდესაც ლიფტი დაბლა ჩავარდა და მე-7 სართულზე გაიჭედა. ადგილობრივებმა ლიფტის კარი გააღეს და 4 ადამიანი ამოიყვანეს.

იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი დაიღუპა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი დაიღუპა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი, თამო ბაზერაშვილი გულის შეტევით დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. დატატებითი დეტალები ამ დროითვის უცნობია.

ავთო ცხვედიანმა ერთი ძაღლი გადაარჩინა და მეორის საშველად რომ შევიდა ზღვაში, დაიხრჩო

ავთო ცხვედიანმა ერთი ძაღლი გადაარჩინა და მეორის საშველად რომ შევიდა ზღვაში, დაიხრჩო

ქო­ბუ­ლეთ­ში, სა­კუ­თა­რი ძაღ­ლის გა­დარ­ჩე­ნის დროს, 51 წლის მა­მა­კა­ცი და­იხ­რჩო. შემ­თხვე­ვა 5 აგ­ვის­ტოს, ქო­ბუ­ლეთ­ში მდი­ნა­რე კინ­ტრიშ­სა და ზღვის შე­სარ­თავ­თან მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლი ავ­თან­დილ ცხვე­დი­ა­ნია და რო­გორც მის­მა მე­გო­ბარ­მა პა­ა­ტა ქუ­თე­ლი­ამ ამბებს გა­ნუ­ცხა­და, ცხვე­დი­ან­მა ერთი ძაღ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ას­წრო, მე­ო­რეს­თან ერ­თად კი და­ი­ღუ­პა. მე­გობ­რის თქმით, ავ­თან­დილ ცხე­დი­ანს შვი­ლე­ბი არ ჰყავ­და და ძაღ­ლებ­ზე ზრუნ­ვით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. “ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და… […]

მოტოციკლზე მჯდომი დათო ზივზივაძე და მარიამ მაჩიტაძე დაიღუპნენ – ბაღდათში ბმვ მოტოციკლს დაეჯახა

ბაღდათში ბმვ მოტოციკლს დაეჯახა - მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მეორე ახალგაზრდაც გარდაიცვალა. 19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც მოტოციკლს მართავდა ადგილზე დაიღუპა, მისი თანმხლები, მარიამ მაჩიტაძე კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, ბაღდათის ცენტრში „ბეემვეს” მარკის ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას […]

ბაღდათში ბმვ მოტოციკლს დაეჯახა – მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა

ბაღდათში ბმვ მოტოციკლს დაეჯახა - მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „ბეემვეს“ მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. მათივე ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ მოტოციკლს შეეჯახა, შემდეგ ბორდიურზე ავარდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.