აღმაშენებლის ხეივანზე მანქანა ამოტრიალდა – 1 ადამიანი დაშავდა

აღმაშენებლის ხეივანზე მანქანა ამოტრიალდა - 1 ადამიანი დაშავდადიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიისას ავტომობილი ამობრუნდა.

დაშავებული, რომელსაც დაზიანება ხელის არეში ჰქონდა მიღებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იპნ