ომალოში ირანელი ტურისტი გადაარჩინეს – ვიდეო

ომალოში ირანელი ტურისტი გადაარჩინეს - ვიდეოომალოში ირანელი ტურისტი დაშავდა. მაშველებმა მისი დახმარება შეძლეს. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთაში მოხდა.

30 წლის ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებით შეძლეს.

“ექიმების განმარტებით, 30 წლის ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და დაშავებულის სახმელეთო ტრანსპორტირება, საფრთხეს შეუქმნიდა მის სიცოცხლეს. ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი მანძილის გამო, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი”, – აღნიშნული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანელი ტურისტი მკურნალობას ამჟამად უკვე თბილისში გადის.

ფოტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

რუსთავი 2