ახალგაზრდა რუსთაველი მამაკაცი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრის შემდეგ კლინიკაში იყო ჰოსპიტალიზირებული, გარდაიცვალა. 21 წლის ვარლამ წინწალაშვილი კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” 11 ივნისს მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. შეგახსენებთ რომ, ავტომობილი, რომელსაც ის მართავდა, ხევში გადავარდა. შემთხვევა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. მანქანაში 2 მამაკაცი იმყოფებოდა. ვარლამ წინწალაშვილის თანმხლებ პირს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა, 21 წლის რუსთაველი ახალგაზრდა კი კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” […]
კატეგორია: შემთხვევა
ფუნიკულიორზე ტრამვაიდან 25 მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა
შეკვეთილში სამხედროებით სავსე მიკროავტობუსი გადაბრუნდა – 12 ჯარისკაცი დაშავდა
“ბიჭები ხელფასის აღებას აღნიშნავდნენ, წყალში გადახტა და გული გაუსკდა” – რა მოხდა გურიაში
უბედური შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში – დაღუპულია 53 წლის მამაკაცი. ,,გურია თუდეის” ინფორმაციით, ჩინურ კომპანია ,,სინოჰიდროში” მომუშავე სოფელ ჩიბათის მკვიდრი, 53 წლის გ.ზ. უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ტრაგედია სოფელ ნიგოითში ავტობანის მიმდინარე მშენებლობასთან მოხდა. ჩვენი წყაროს თქმით, ხელფასის აღება აღუნიშნავთ კომპანიაში დასაქმებულებს. ტრაქტორის მიერ იქვე ხელოვნური ორმო ყოფილა გაკეთებული, სადაც ბანაობის მიზნით მამაკაცი გადახტა. სამწუხაროდ, 53 წლის […]
ფონიჭალაში სატვირთო მანქანა ჰონდას შეეჯახა – ჰონდას მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ,,ჰონდას” მარკის მსუბუქ ავტომობილს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, რომლის შემდეგ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ავარდა. შემთხვევის შედეგად ,,ჰონდას” მარკის ავტომობილის მძღოლი დაშავდა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ქვემო ფონიჭალაში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებული […]
მამა-შვილი ხვიჩა და მარიამ გაბესკირიები ძროხის მოსაძებნად იყვნენ წასულები – ტრაგედიის ახალი დეტალები
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მდინარე ცივში დაღუპული მამა-შვილი ხვიჩა და მარიამ გაბესკირიები არიან. გარდაცვლილების ცხედრები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ სახარბედიოში, მდინარე ცივში მაშველებმა 29 ივნისს დილით იპოვეს. როგორც AMBEBI.GE-ს სოფლის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელმა ზაურ ცინაძემ განუცხადა, მამა და 12 წლამდე ასაკის გოგონა საქონლის მოსაძებნად იყვნენ წასულები. ცინაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ბავშვი მდინარეში ბანაობდა და მამა სწორედ მის გადარჩენას […]
კახეთში შიბლიანთან 2 მერსედესი დაეჯახა ერთმანეთს – 2 ადამიანი დაიღუპა
კახეთში, სოფელ შიბლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით მიმდინარეობს. იპნ
ქუთაისში ეტლით მოსიარულეს მანქანა დაეჯახა
ქარელის გადასახვევთან სატვირთო ამოტრიალდა
ავტობანზე, ქარელის გადასახვევთან, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ფოტოს სოციალურ ქსელში მაიკო ჩიტაშვილი ავრცელებს. იპნ
სენაკში მდინარეში მამა და მისი პატარა გოგონა დაიხრჩვნენ
სენაკში მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო. მათი ცხედრები მდინარე ცივში იპოვეს. მათ სამაშველო ჯგუფები, თითქმის, ერთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. „გუშინ მე-6 კლასელი გოგო მდინარე ცივში შევიდა საბანაოდ. აღმოჩნდა ღრმა წყალში. მამამ შველა სცადა და ორივე დაიხრჩო. სამაშველო სამსახურმა მათი ცხედრები ღამით იპოვა“, – უთხრა „ლაივპრესს“ სოფელ სახარბედიოში მერის წარმომადგენელმა ზაურ ცინაძემ. მდინარე ცივიდან არასრულწლოვანი გოგონას და მისი […]









