კატეგორია: შემთხვევა

ქუთაისში ეტლით მოსიარულეს მანქანა დაეჯახა

ეტლით მოსიარულე პირს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. იპნ

ქარელის გადასახვევთან სატვირთო ამოტრიალდა

ავტობანზე, ქარელის გადასახვევთან, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ფოტოს სოციალურ ქსელში მაიკო ჩიტაშვილი ავრცელებს. იპნ

სენაკში მდინარეში მამა და მისი პატარა გოგონა დაიხრჩვნენ

სენაკში მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო. მათი ცხედრები მდინარე ცივში იპოვეს. მათ სამაშველო ჯგუფები, თითქმის, ერთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. „გუშინ მე-6 კლასელი გოგო მდინარე ცივში შევიდა საბანაოდ. აღმოჩნდა ღრმა წყალში. მამამ შველა სცადა და ორივე დაიხრჩო. სამაშველო სამსახურმა მათი ცხედრები ღამით იპოვა“, – უთხრა „ლაივპრესს“ სოფელ სახარბედიოში მერის წარმომადგენელმა ზაურ ცინაძემ. მდინარე ცივიდან არასრულწლოვანი გოგონას და მისი […]

მანანა ჩოხელი ხის ფიცარზე მოსწავლეებთან იჯდა, რომლებიც წამოდგნენ და მასწავლებელი 25 მეტრიან ხევში გადავარდა

თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებლის, მანანა ჩოხელის დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, მანანა ჩოხელი ყინწვისში ექსკურსიაზე მოსწავლეებთან ერთად იყო, როდესაც დიდი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა. გარდაცვლილის კოლეგები ამბობენ, რომ ჩოხელი ხის ფიცარზე მოსწავლეებთან ერთად იჯდა, მოსწავლეები ფოტოს გადასაღებად წამოდგნენ, რა დროსაც პედაგოგმა წონასწორობა დაკარგა და ხევში 25 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მე-14 სკოლის მასწავლებლების […]

ყინწვისში ექსკურსიაზე თბილისის მე-14 სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა

ყინწვისში, ექსკურსიაზე მყოფი თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ძლიერი დაკვამლიანება “ნაძალადევის მეტროში” – ახალგაზრდა გოგომ გონება დაკარგა

მეტროსადგურ „ნაძალადევში“ მოძრაობა შეფერხებულია. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მგზავრებს დააცლევინეს ვაგონები. შემთხვევის შედეგად კიმ ახალგაზრდა გოგომ გონება დაკარგა. რა გახდა დაკვამლიანების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ტრაპიზონში 2 ქართველი დაიღუპა

ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა. დაშავებული რიზეს კლინიკაშია მოთავსებული. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთი გარდაცვლილი დასვენებულია რიზეს ერდოღანის სახელობის კლინიკის პროზექტურაში, ხოლო მეორე – დაბა ფაზარის პროზექტურაში. მინისტრის თქმით, ავარიის დროს დაშავებული ქალის დასახმარებლად საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლობა აქტიურად არის ჩართული. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულები, […]

სადგურის მოედანზე ავტობუსს ჯერ ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი აფეთქდა

სადგურის მოედანზე ე.წ. ყვითელი ავტობუსი დაიწვა. როგორც თვითმხილველმა “კურიერს” განუცხადა, ავტობუსს ჯერ ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი აფეთქდა. კიდევ ერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ ცეცხლი სატრანსპორტო საშუალების ძრავს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის […]

ლანჩხუთში ახალგაზრდა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო

ლანჩხუთში, ახალგაზრდა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. დაღუპული ბიჭი, დედამ იპოვა, ხოლო რა გახდა სუიციდის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.

ავჭალაში ავარიას რუსთაველი მარიამ ყველიაშვილი და მისი 6 წლის შვილი ემსხვერპლნენ

22 ივნისს ავჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი ქალი, მარიამ ყველიაშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქ ავტომობილში მყოფი ქალი, მარიამ ყველიაშვილი, რომელიც საჭეს მართავდა. მისი მეუღლე და 6 წლის შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეუღლის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მარიამი […]