ფუნიკულიორზე ტრამვაიდან 25 მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა

ფუნიკულიორზე ტრამვაიდან 25 მგზავრის ევაკუაცია განხორციელდამთაწმინდაზე ტრამვაი, გაურკვეველი მიზეზის გამო, ავარიულად გაჩერდა, რის გამოც 25 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ტრამვაიში მყოფი ადამიანების დახმარება სამაშველო სამსახურმა შეძლო.

უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტრამვაის ავარიულად გაჩერების მიზეზს იკვლევენ.

პრაიმ ტაიმი