თბილისი-სენაკი-ლესელიძის რუისის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა. „მერსედესის“მარკის ავტომობილი, რომელშიც 8 ადამიანი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. გარდაცვლილები არიან შუა ხნის ქალბატონი და ორი არასრულწლოვანი. ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულები კი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 3 მოქალაქე სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორში, კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. სამივე მათგანს სხეულის […]
კატეგორია: შემთხვევა
მცხეთაში ქვიშით სავსე სატვირთო ამობრუნდა
მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მანქანა, რომელიც ქვიშით იყო დატვირთული, გზის სავალ ნაწილზე ამობრუნდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, სატვირთოს მძღოლი სამართალდამცავების მოთხოვნას არ ემორჩილებოდა, როცა მის დაჯარიმებას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა და მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. აღნიშნული დანაშაული 1000-დან 4000 ლარამდე […]
ბიძა და მისი 3 ძმისშვილი ტრაქტორით გადაბრუნდნენ – ავარია ოზურგეთში
“გურიის მოამბის”ინფორმაციით, გუშინ ოზურგეთში ავარია მოხდა. სოფელ ძიმითში მცხოვრები გვარჯალაძეების ოჯახის 4 წევრი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში მოხდა, როცა ბიძას თავისი მცირეწლოვანი ძმისშვილები მდინარეზე საბანაოდ ტრაქტორით მიჰყავდა. მდინარეზე მისვლამდე მძღოლმა ტრაქტორის საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აღნიშნავს, ერთ-ერთ ბავშვს ფუძის ძვალი აქვს დაზიანებული, დანარჩენები კი სხვადასხვა სახის […]
21 წლის ვარლამ წინწალაშვილი ავარიიდან 3 კვირის შემდეგ გარდაიცვალა
ახალგაზრდა რუსთაველი მამაკაცი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრის შემდეგ კლინიკაში იყო ჰოსპიტალიზირებული, გარდაიცვალა. 21 წლის ვარლამ წინწალაშვილი კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” 11 ივნისს მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. შეგახსენებთ რომ, ავტომობილი, რომელსაც ის მართავდა, ხევში გადავარდა. შემთხვევა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. მანქანაში 2 მამაკაცი იმყოფებოდა. ვარლამ წინწალაშვილის თანმხლებ პირს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა, 21 წლის რუსთაველი ახალგაზრდა კი კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” […]
ფუნიკულიორზე ტრამვაიდან 25 მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა
შეკვეთილში სამხედროებით სავსე მიკროავტობუსი გადაბრუნდა – 12 ჯარისკაცი დაშავდა
“ბიჭები ხელფასის აღებას აღნიშნავდნენ, წყალში გადახტა და გული გაუსკდა” – რა მოხდა გურიაში
უბედური შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში – დაღუპულია 53 წლის მამაკაცი. ,,გურია თუდეის” ინფორმაციით, ჩინურ კომპანია ,,სინოჰიდროში” მომუშავე სოფელ ჩიბათის მკვიდრი, 53 წლის გ.ზ. უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ტრაგედია სოფელ ნიგოითში ავტობანის მიმდინარე მშენებლობასთან მოხდა. ჩვენი წყაროს თქმით, ხელფასის აღება აღუნიშნავთ კომპანიაში დასაქმებულებს. ტრაქტორის მიერ იქვე ხელოვნური ორმო ყოფილა გაკეთებული, სადაც ბანაობის მიზნით მამაკაცი გადახტა. სამწუხაროდ, 53 წლის […]
ფონიჭალაში სატვირთო მანქანა ჰონდას შეეჯახა – ჰონდას მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ,,ჰონდას” მარკის მსუბუქ ავტომობილს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, რომლის შემდეგ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ავარდა. შემთხვევის შედეგად ,,ჰონდას” მარკის ავტომობილის მძღოლი დაშავდა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ქვემო ფონიჭალაში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებული […]
მამა-შვილი ხვიჩა და მარიამ გაბესკირიები ძროხის მოსაძებნად იყვნენ წასულები – ტრაგედიის ახალი დეტალები
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მდინარე ცივში დაღუპული მამა-შვილი ხვიჩა და მარიამ გაბესკირიები არიან. გარდაცვლილების ცხედრები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ სახარბედიოში, მდინარე ცივში მაშველებმა 29 ივნისს დილით იპოვეს. როგორც AMBEBI.GE-ს სოფლის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელმა ზაურ ცინაძემ განუცხადა, მამა და 12 წლამდე ასაკის გოგონა საქონლის მოსაძებნად იყვნენ წასულები. ცინაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ბავშვი მდინარეში ბანაობდა და მამა სწორედ მის გადარჩენას […]
კახეთში შიბლიანთან 2 მერსედესი დაეჯახა ერთმანეთს – 2 ადამიანი დაიღუპა
კახეთში, სოფელ შიბლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით მიმდინარეობს. იპნ








