კატეგორია: შემთხვევა

“ღრმაღელის” მეტროსთან საცხობს ცეცხლი გაუჩნდა – ვიდეო

ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხობს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ესპანეთში დაღუპული 5 წლის გოგონა საკრებულოს წევრ დავით იშხნელის შვილია

ესპანეთში ზღვაში დაღუპული 5 წლის გოგონა რუსთავის საკრებულოს წევრის, დავით იშხნელის შვილია. იშხნელი, როგორც ცნობილია, საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ გახდა. დეპუტატის ოჯახი ესპანეთის სანაპიროზე, კერძოდ, ტარაგონაში სამ შვილთან ერთად ისვენებდა. 5 წლის ბავშვი სანაპიროზე, საცურაო ლეიბზე იწვა, როცა ტალღებმა გაიტაცეს. მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, მაგრამ 5 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნიუპოსტი

მაშველები ახლომახლო არ იყვნენ – 5 წლის რუსთაველი გოგონას ესპანეთში დაღუპვის ახალი დეტალები

5 წლის რუსთაველი გოგონას ესპანეთში ზღვაში დახრჩობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევა კატალონიის ქალაქ ტარაგონასთან მდებარე ვილასეკში მოხდა. 5 წლის გოგონა ზღვაში გასაბერი რგოლით შევიდა. თავიდან ზღვა მშვიდი იყო, მაგრამ მოულოდნელად ამოვარდა ქარი, რომელმაც გოგონა 300 მეტრზე გაიტაცა. მამამ მისი გადარჩენა სცადა, მაგრამ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მან ცურვა არ იცოდა […]

რუსთავის ავტობაზრობაზე 4 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავის ავტობაზრობაზე. ერთმანეთს “ბეემვეს”, “მიცუბიშის”, “ტოიოტასა” და “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ესპანეთში ზღვაში 5 წლის რუსთაველი გოგონა დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა ესპანეთში. ტარაგონაში რუსთავიდან წასული ოჯახის დასვენება ტრაგედიით დასრულდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვები მამასთან ერთად ზღვის ნაპირზე იმყოფებოდნენ. ესპანური მედიის ცნობით იყო ქარი და ტალღები, მოულოდნელად ტალღებმა ბავშვები წყლის სიღრმეში შეიყვანა. ბავშვების მამამ წყლიდან ორი მცირეწლოვანის გამოყვანა მოახერხა, ხოლო მესამე კი დინებამ გაიტაცა. მაშველებმა მალევე დაიწყეს 5 წლის გოგონას ძებნა, რამდენიმე წუთში, […]

თელავში ავარიის შემდეგ მოცურებული მანქანა ქვეით მამაკაცს დაეჯახა და მოკლა

ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლისა და სულხანიშილის ქუჩების კვეთაზე მოხდა. “ტოიოტას” და “ნისანის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შემდეგ ერთ-ერთი მოცურდა და გაჩერებაზე მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა მძღოლი ქალი, რომელიც ტოიოტას მართავდა. ის მსუბუქი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მაშველები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მუშაობს. რუსთავი 2

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ტყიბულში ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა. ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწა და ქვანახშირის მასა გუშინ ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა. ტყიბულის კარიერზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, „საქნახშირმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები […]

გორში მანქანა მე-5 კლასელ გოგონას დაეჯახა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეხუთეკლასელი გოგონა დაშავდა. შემთხვევა რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, ცოტა ხნის წინ კი, თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, მძღოლის ვინაობა ცნობილია, გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ლაგოდეხში 16 წლის სოფია ნიკოლეიშვილის ცხედარი მაშველებმა მდინარიდან 14 საათის ძებნის შემდეგ ამოასვენეს

საბედისწერო ექსკურსია, რომლის დროსაც 16 წლის მოზარდის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. ჩანჩქერში გადავარდნილი გოგონას მოსაძებნად მყვინთავებს 14 საათი დასჭირდათ, მოზარდის ცხედარი წყლიდან მაშველებმა მხოლოდ დღეს დილით ამოიყვანეს. სოფია ნიკოლეიშვილი სკოლა “ალბიონის” 11-ე კლასის მოსწავლე იყო. 26 მაისს ლაგოდეხში ექსკურსიაზე მთელი კლასი სასკოლო ავტობუსით წავიდა. თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან და რამდენიმე მშობელთან ერთად სკოლის მოსწავლეები ”ნინოს ხევის ჩანჩქერის” მიმდებარე […]

ზესტაფონში დაშავებული რკინიგზელი მ.ბ. საავადმყოფოში გარდაიცვალა

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ზესტაფონში, დღეს მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი მ.ბ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზესტაფონში რკინიგზის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის საწყობში 2 მუშა დღეს დაშავდა, ხიდებისა და გვირაბების ბრიგადირს (მ.ნ.) და მჭედელს (მ.ბ) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რელსები დაეცათ, გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დასაწყობებული მასალების ჩამოშლას მოჰყვა. ორივე დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვნეს. ერთ-ერთის მდგომარეობა […]