კატეგორია: შემთხვევა

ხაშურთან ქორწილის ოპელი მერსედესს დაეჯახა – 8 ადამიანი დაშავდა

ხაშურთან ქორწილის ოპელი მერსედესს დაეჯახა - 8 ადამიანი დაშავდა

საქორწინო ესკორტის მანქანები ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა დღეს ხაშურის შესასვლელში მოხდა. შეჯახების შედეგად, ,,ოპელისა” და ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანებში მყოფი 8 ადამიანი დაშავდა. ისინი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ 276 მუხლის მე -2 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა. ქართლი

ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოპედი „სპრინტერს“ შეეჯახა

ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოპედი „სპრინტერს“ შეეჯახა

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოავარიისას მოპედი „სპრინტერს“ შეეჯახა. მოპედს არასრულწლოვანი მართავდა, რომელიც შემთხვევის შედეგად დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ტრავმები სიცოცხლისთვის საშიში არ არის. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გორში ორ წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ცოტა ხნის წინ კლინიკა „იავნანაში“ 2 წამდე ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გარდაცვლილი შეიყვანა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტი ამ წუთებში ცდილობს გარკვიოს, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. კლინიკაში იმყოფებიან ბავშვის ოჯახის წევრები და პოლიცია

ვალეს საბაჟოზე ავტობუსი დაიწვა – ვიდეო

ვალეს საბაჟოზე ავტობუსი დაიწვა - ვიდეო

საქართველო–თურქეთის საზღვარზე საბაჟო გამშვებ პუნქტ “ვალესთან”, თურქეთის მხარეს, სამგზავრო ავტობუსის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. შემთხვევა 8 მაისს, დაახლოებით, 20:00 საათისთვის მოხდა. ავტობუსი საქართველოდანი თურქეთის მიმართულებით მიდიოდა. “სკანერზე გატარების დროს ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, არავინ არ დაშავებულა. ირანული ავტობუსი იყო”, – გვითხრა ფაქტის თვითმხილველმა. სამხრეთის კარიბჭე

ახალციხის ტოტალიზატორში მამაკაცი გარდაიცვალა

ახალციხის ტოტალიზატორში მამაკაცი გარდაიცვალა

ახალციხეში ტოტალიზატორში, 50 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა, სკამიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 8 მაისს დაახლოებით 19:20 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კაცი ტოტალიზატორის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად სკამიდან გადავარდა და დაეცა: „სულ გალურჯდა, ისეთი ფერი ჰქონდა და სასწრაფოს გამოვუძახეთ“. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს 50 წლამდე კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცი […]

ფულით სავსე ინკასაციის მანქანას ხაშურთან ავარია მოუვიდა

ფულით სავსე ინკასაციის მანქანას ხაშურთან ავარია მოუვიდა

ინკასაციის მანქანას, რომელსაც ფული გადაჰქონდა, ხაშურთან ავარია მოუვიდა. „ნიუპოსტის“ ცნობით, ერთმანეთს „პიკაპი“ და „ჰონდას“ შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია მუშაობს. როგორც „ნიუპოსტს“ შსს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული მუხლით დაიწყო.

ავარია ახალციხესთან – დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხესთან, სოფელ სხვილისთან ავოტსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის მცირეწლოვანია. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ბმვ-მ ქვეითი გაიტანა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ბმვ-მ ქვეითი გაიტანა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. თვითმხილველების თქმით, “ბეემვე”-ს მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 50 წლამდე მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით ქვეითი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ისე ავტობანზე გადაადგილდებოდა.

ზუგდიდში ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლების ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 1955 წელს დაბადებული მამაკაცი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეზობლებმა სამართალდამცველები გამოიძახეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. გარდაცვლილის შვილი ამბობს, რომ მამას გული აწუხებდა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მოყვანას გულისხმობს.

ბადიაურის ტბაში 24 წლის ბიჭი დაიხრჩო

ბადიაურის ტბაში 24 წლის ბიჭი დაიხრჩო

უბედური შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სოფელ ბადიაურში, ერთ-ერთ ტბაში 24 წლის ბიჭი, დაიხრჩო. ახალაგზარდა შემთხვევის დროს მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა. ადგილობრივები თქმით, ხელნაკეთი თევზის საჭერი მოწყობილება მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც, წყალში მდგომ ახალგაზრდას ჯერ დენმა დარტყა შემდეგ კი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გამოძიება,115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს. პია