თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშვდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
კატეგორია: შემთხვევა
სისხლიანი გარჩევა 51-ე სკოლაში – მე-12 კლასელები ერთმანეთს დანებით დაუპირისპირდნენ
ჩხუბი მოზარდებს შორის – 51-ე საჯარო სკოლაში, სადაც წელიწადნახევრის წინ არასრულწლოვანებს შორის დაწყებული დაპირისპირება ორი მოზარდის მკვლელობით დასრულდა, დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დანებით მე-12 კლასელები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი დაახლოებით ერთი საათის წინ სკოლის ეზოში იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები სკოლის ბოლო ზარს აღნიშნავდნენ. რა გახდა კლასელებს შორის დაპირისპირების მიზეზი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს […]
კახათში მანქანა სახლში შევარდა – დაშავდა 7 მოზარდი, რომლებიც ბოლო ზარს აღნიშნავდნენ
სოფელ კახათში ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 7 მოზარდი დაშავდა, რომლებიც ბოლო ზარს აღნიშნავდნენ. მათგან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 5 ახალგაზრდა შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ ორის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი შედარებით სტაბილური. მისივე თქმით, დაშავებულებს კვლევები უტარდებათ. კახათში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით […]
ქობულეთში 2 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა – 5 ადამიანი დაშავდა
ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, პაციენტები პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, რაიონულ კლინიკაში გადაიყვანეს. ავარიის დროს დაშავებულ 4 წლის ბავშვს ზედაპირული დაზიანებები ჰქონდა, 14 წლის ბიჭს კი თავის ტრავმა. მედიკოსების ინფორმაციით, 21 წლის მამაკაცს ასევე თავის არეში, 35 წლის ქალს კი […]
რუსთავთან ჟიგული ჯებირს შეეჯახა – 5 ადამიანი დაშავდა – ვიდეო
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. “ჟიგულის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობანის შუა გამყოფ ჯებირს შეეჯახა და გამყოფ ზოლზე 1 მეტრის სიმაღლეზე ავარდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. ინფორუსთავი
თბილისში კოსტავას 75-ში მუშა მე-15 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა
თბილისში, კოსტავას 75 ნომერში მუშის გარდაცვალება, სავარაუდოდ, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. 40 წლამდე მამაკაცი სამშენებლო ობიექტზე მე-15 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. სასწრაფო დახმარების ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. შრომის ინსპექციის პირველადი დასკვნით, უსაფრთხოების ნორმების უხეში იგნორირება იკვეთება, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მაია მიქაია […]
ჩაქვში მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა
ქვემო ფონიჭალაში ტრაილერი ქალს დაეჯახა და მოკლა
ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში – დიდი სიჩქარით მიმავალი ტრაილერი ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ქალი ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობდა, ტრაილერმა კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია. რუსთავი 2
ყვარელში 11 თვის ბავშვი ქათმის წვნიანმა მოკლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 11 თვის ბავშვი გარდაიცვალა. ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში ბავშვი შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარს კერძისგან მოწამვლას უკავშირებენ და აცხადებს, რომ ისინი ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებული ქათმის ხორცისგან მომზადებული კერძისგან მოიწამლნენ. შემთხვევა 9 მაისს საღამოს მოხდა. საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. პროდუქტის […]
მეტრო „სამედიცინოზე“ მატარებელი მგზავრებისგან დაცალეს
თბილისის მეტრო კვლავ ხარვეზებით მუშაობს – მეტროსადგურ „სამედიცინოზე“ მატარებლის ხარვეზის გამო, ამჯერად მუშაობა საბურთალოს ხაზზე შეფერხდა. „სამედიცინოზე“ მატარებელი მგზავრებისგან დაცალეს. მგზავრებს შემდეგი მატარებლის მოსვლამდე ლოდინი მოუწიათ, რამაც მეტროს პარალიზება გამოიწვია. თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. რუსთავი 2










