ახალციხის ტოტალიზატორში მამაკაცი გარდაიცვალა

ახალციხის ტოტალიზატორში მამაკაცი გარდაიცვალაახალციხეში ტოტალიზატორში, 50 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა, სკამიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა 8 მაისს დაახლოებით 19:20 საათზე მოხდა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კაცი ტოტალიზატორის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად სკამიდან გადავარდა და დაეცა:

„სულ გალურჯდა, ისეთი ფერი ჰქონდა და სასწრაფოს გამოვუძახეთ“.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს 50 წლამდე კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცი ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, იგი ტოტალიზატორში ხშირად დადიოდა.
რა გახდა 50 წლამდე კაცის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზა დაადგენს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამხრეთის კარიბჭე